მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება გაიმართება

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, როგორც სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, საქართველოში ამ მიმართულების გაძლიერებას  აგრძელებს და ინიციატივებს კვლავ აქტიურ რეჟიმში ახორციელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, Startup Grind – ის მორიგი შეხვედრა 15 ივნისს, ტერმინალში გაიმართება.

ღონისძიებაზე ქართული სტარტაპის CityPay.io - ს დამფუძნებლები ბექა ქემერტელიძე და ერალპ ჰატიპოღლუ მათი იდეის, დაფინანსებისა და საერთაშორისო მასშტაბირებისთვის მზადების შესახებ ისაუბრებენ. ისინი აუდიტორიას ასევე გაუზიარებენ გამოცდილებას, თუ როგორ შეძლეს და მიიღეს 10 მლნ. დოლარის ინვესტიცია.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც არის ბიზნესის მფლობელი, ინვესტორი ან თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ციფრული გადახდების მომავლით არის დაინტერესებული. ღონისძიებაზე დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ  საინტერესო ადამიანებს და გაიგონ მეტი მათი ბიზნეს გამოცდილების შესახებ.

„საქართველოს ბანკი და Startup Grind წლებია ვთანამშრომლობთ და ეს პარტნიორობა წელსაც აქტიურად გრძელდება. ამ წლების განმავლობაში, ერთობლივად არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩავატარეთ. მიგვაჩნია, რომ მსგავსი შეხვედრების სერიები, სადაც წარმატებული სტარტაპერები საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებენ დაინტერესებულ ადამიანებს, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის უფრო მეტად განვითარებას და გაძლიერებას. ჩვენ, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად ვცდილობთ სიახლეების დანერგვას როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარეთ.  როგორც მოგეხსენებათ, წლიდან-წლამდე ციფრული გადახდები მეტ აქტუალობას იძენს და სწორედ ამ შეხვედრაზე, სპიკერები ციფრული გადახდების თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე ისაუბრებენ. ვფიქრობთ, ეს ბიზნეს სფერში ჩართულ ადამიანებს განსაკუთრებით დააინტერესებს.  ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი სასარგებლო პროექტების განხორციელებასა და მხარდაჭერას“. - აცხადებენ საქართველოს ბანკში

Starup Grind - ის ღონისძიება ინგლისურ ენაზე  გაიმართება.

მასზე დასასწრებად დარეგისტრირდით აქ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა