მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind - ის წლის პირველი ღონისძიება ბათუმში გაიმართება

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ბიზნესის ხელშეწყობასა და ტერნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერას აქტიურ რეჟმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის წლის პირველი ღონისძიება 25 მარტს, ბათუმში ჩატარდება. ღონისძება Ripple Space-ში გაიმართება.

 

ღონისძიება პანელური დისკუსიის ფორმატი ექნება და მისი სპეციალური სტუმარი  საქართველოს ბანკის პროექტ 500 Georgia-ს მონაწილე და Arena Games-ის თანადამფუძნებელი, მარი გიორგობიანი იქნება. მარი ტრადიციული თამაშების ინდუსტრიის გარდაქმნის პროცესზე ისაუბრებს და აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

 

პანელური დისკუსიის შემდეგ, ნეთვორქინგის სივრცეში, ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები, მეწარმეები და ინოვატორები ერთმანეთისთვის ხედვებისა და საკუთარი გამოცდილების  გაზიარებას, ახალი კავშირების დამყარებას შეძლებენ.

 

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით Startup Grind - ის ღონისძიება ამჯერად ბათუმში გაიმართება. ჩვენ მრავალწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და ამ წლების განმავლობაში ერთობლივად არაერთი ღონისძიება ჩავატარეთ, რითიც ბიზნესებს განვითარებასა და გაძლიერებაში ვუწყობთ ხელს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივების რეგიონებში განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებს უწყობს ხელს და  როგორც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, ისე მეწარმეებს, საშუალებას აძლევს დაამყარონ მჭიდრო კავშირები და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ.  მარტი ქალთა თვეა და სწორედ ამიტომ, Startup Grind - ის სპეციალური მოწვეული სპიკერი  მარი გიორგობიანი იქნება. აღსანიშნავია, რომ  მარი საქართველოს ბანკის პროექტ 500 Georgia - ს მონაწილეა და ის დამსწრე საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას იურისტობიდან - სტარტაპერობამდე გაუზიარებს“, -  აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება. მასზე დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია, რისთვისაც შეგიძლიათ ეწვიოთ  ბმულს.  

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა