მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი აპარტ სასტუმრო გაიხსნება"

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ბიზნესის წახალისებასა და სტუმარ - მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით თბილისის ძველ უბანში, ნინო ჩხეიძის ქუჩაზე ახალი აპარტ სასტუმრო გაიხსნება. პროექტი 2023 წლის სექტემბერში დასრულდება. მისი ინვესტიცია კი 1 000 000 დოლარია.

 

სასტუმროს სრული ფართობი 1500 კვ.მ.-ია, რომელიც ორ A და B ბლოკებად არის განთავსებული. სასტუმრო მოიცავს 15 თანამედროვე ტექნიკით სრულად აღჭურვილ ინდივიდუალურ აპარტამენტს. პროექტს გამოარჩევს ინტერიერის თანამედროვე დიზაინი და გამწვანებული, მყუდრო ეზო. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო აშენებულია ენერგოეფექტური მასალებით.

 

„ადგილმდებარეობა, სადაც სასტუმროა განთავსებული საინტერესო ისტორიის მატარებელია. ძველი ცნობების მიხედვით, ნინო ჩხეიძის ქუჩა უძველესი დროიდან 1824 წლამდე სამეფო ქალაქის პირადასახლება იყო, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები თიხის ნივთებს აწარმოებდნენ. აღნიშნულ ისტორიულ კვლევებს ეფუძნება როგორც სასტუმროს კონცეფცია, ასევე ინტერიერის დიზაინში გამოყენებული უნიკალური დეტალები. ჩვენი მთავარი მიზანია, სტუმარს შევუქმნათ მყუდრო გარემო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. მოხარულნი ვართ რომ პროექტის განხორციელების პროცესში გვერდში გვყავს სანდო პარტნიორი საქართველოს ბანკის სახით. მათი თანადგომისა და დახმარების გარეშე რთული იქნებოდა პროექტი სწორედ ისეთი გამოსულიყო, როგორიც ჩავიფიქრეთ და ამასთან, მშენებლობის ვადებიც ზედმიწევნით დაგვეცვა. მოუთმენლად ველით სტუმრებთან შეხვედრას, ამისთვის კი განვაგრძობთ აქტიურ რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა ლიკა ჭუმბურიძემ, კომპანიის დირექტორმა.

 

„ჩვენ, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მუდმივად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მათ საკუთარ საქმიანობაში, რათა წამოიწყონ ახალი ან განავითარონ უკვე არსებული ბიზნესი. ამჯერად ბანკისა და კერძო კომპანიის წარმატებული პარტნიორობით ახალი სასტუმრო აშენდება. პროექტის განხორციელება 2021 წელს დაიწყო და ოქტომბერში სასტუმრო უკვე მიიღებს პირველ სტუმარს. აღსანიშნავია, რომ ახალი სასტუმროს გახსნა ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმდება რამდენიმე ათეული ადამიანი. ასევე, დარწმუნებულები ვართ რომ სასტუმრო მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტებისთვის. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო გეგმების განხორციელებაში“, - განაცხადა ირაკლი კიკალიშვილმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა