მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თერმოინდუსტრიამ“ მზის პანელები დაამონტაჟა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის ერთგული პარტნიორი, ახალი პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორდ ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით „თერმოინდუსტრიამ“,  კომპანია „გრინ ენერჯის“ დახმარებით, მზის პანელები დაამონტაჟა.

 

პროექტის ჯამური ღირებულება 570,000 ლარია, ინვესტიცია სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოში წამყვანი მზის პანელების საპროექტო და სამონტაჟო კომპანიის ,, Green Energy '' –ის მიერ, რომელიც ამავდროულად ,,  Yingli Solar '' -ის  ოფიციალური წარმომადგენელია,– თერმოინდუსტრიის  ცენტრალურ ფილიალში 305.2 კვტ სიმძლავრის მზის სადგური დამონტაჟდა. თითო პანელი  545 ვატიანია, ჯამში 560 ცალი. მზის სადგურის წლიური გენერაცია კი, შეადგენს – 353 მგვტ/სთ–ს.

 

„ „თერმოინდუსტრია“ გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა, კონდიცირების, სატუმბე სადგურების, აუზებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში, რომელიც 50-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობს.  „თერმოინდუსტრია“  გარემოს დამცველი კომპანიაა, რასაც მოწმობს მათი პარტნიორობა ისეთ კომპანიებთან, რომლებიც ფლობენ ISO და KIWA სერტიფიკატებს, რაც თავის მხრივ, ადასტურებს, რომ  დანადგარები ენერგოეფექტური და უსაფრთხოა.  მწვანე მიმართულების გაძლიერების კუთხით, კომპანია სამომავლოდ გეგმავს,  ყველა ფილიალზე  მზის პანელები დაამონტაჟოს.“  - განაცხადა ნათია ფაილოძემ, „თერმოინდუსტრიის“ მარკეტინგის დირექტორმა.

 

„გარემოზე ზრუნვა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამოწურვადი რესურსების ალტერნატივით ჩანაცვლების ხელშეწყობის მიზნით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. ჩვენს პარტნიორ კომპანია „თერმოინდუსტრია“-ს კარგად ესმის გარემოზე ზრუნვისა და ამავდროულად, ბიზნესისთვის ხარჯების შემცირების მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ, ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს მისაღებად, 560 ერთეული მზის პანელი დაამონტაჟა, ჯამში – 305.2 კვტ დადგმული სიმძლავრე. აღნიშნული სადგური წლიურად გამოიმუშავებს 353 მგვტ/სთ–ს,  რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესს მნიშვნელოვნად შეუმცირებს ხარჯებს და გარემოსაც ნაკლები ზიანი მიადგება. მოხარულები ვართ, ამ თანამშრომლობით და წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და აქტიურად განვაგრძობთ ბიზნესების მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი მწვანე მიმართულებით“ – განაცხადა ნინო გერგედავამ, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

 

„თერმოინდუსტრიის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა