საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Touch Summit გაიმართება
საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ამ სფეროს განვითარებას და სტარტაპების ხელშეწყობისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.
ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, 3-4 დეკემბერს, რიგით მერვე Touch Summit გაიმართება.
Touch Summit ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც საქართველოსა და კავკასიის რეგიონში, ახალი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ადგილობრივი პროფესიონალებისა და და სტარატაპ ეკოსისტემის განვითარებას ისახავს მიზნად.
წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა: SWITCHING MINDSETS. პროგრამა მრავალფეროვანია და ის აერთიანებს როგორც პანელურ დისკუსიებს, ვორქშოფ სესიებს, სტარტაპ ექსპოს და სხვა საინტერესო აქტივობებს.
ღონისძიებას 60-ზე მეტი სპიკერი და 1000-ზე მეტი დელეგატი დაესწრება. სპიკერებს შორის არიან წამყვანი სპეციალისტები, ისეთი კომპანიებიდან როგორიცაა: META, Spotify, Google, Acrobator VC, BioChimPharm და სხვა.
“მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, წელს უკვე მერვედ Touch Summit იმართება. ღონძიების მიზანია, ერთის მხრივ ხელი შუწყოს ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს, გაეცნონ სიახლეებსა და თანამედროვე ტენდენციებს, რაც მათ საერთაშორისო ბაზარზე განვითარების შესაძლებლობებს მისცემთ. მეორეს მხრივ კი, სტარტაპებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა დაუკავშირდნენ და გაეცნონ ინვესტორებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, შუააზიისა და EMEA რეგიონებიდან. მიგვაჩნია,რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოში სტარტაპ კულტურის განვითარებას, მათ გაძლიერებას და საერთაშორისო ბაზარზე გასვლას. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მონაწილეებს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
Touch Summit-ის ბილეთი შეგიძლიათ შეიძინოთ აქ.
ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.