მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „წიგნების თაროს“ სამოყვარულო ტურნირი იწყება

news image
mbc image

კითხვის მოყვარული, სხარტი და ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის „წიგნების თაროს“ სამოყვარულო ტურნირზე რეგისტრაცია დაიწყო. 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისათვის საჭიროა, შექმნათ სამი მოთამაშისგან დაკომპლექტებული გუნდი და გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

 

„წიგნების თაროს“ სატელევიზიო ფორმატისგან განსხვავებით, სამოყვარულო ტურნირში მონაწილეობას 100-ზე მეტი გუნდი ერთდროულად მიიღებს. ისინი ერთმანეთს სამი ტურის განმავლობაში შეეჯიბრებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ ტურნირის ფარგლებში 39 რაუნდი და 3 ბლიცი ჩატარდება.

 

საპრიზო ადგილზე გასული გუნდები კი სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. ტურნირის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

 

„საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, აგრძელებს განათლებისა და ახალგაზრდების განვითარებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩვენ წიგნების თაროსთან 2020 წლიდან ვთანამშრომლობთ. ჩვენი ერთობლივი ინიციატივით წელს უკვე მეათე სტუდენტური სეზონი ჩატარდა, რომელში მონაწილეობაც 223-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალი ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სამეცნიერო თუ ლიტერატურული სფეროთი დაინტერესებას. წიგნების თაროს სამოყვარულო ტურნირი სწორედ ერთ-ერთ ასეთ ინიციატივას წარმოადგენს, რომელიც ინტელექტუალური თამაშებით დაინტერესებული, კითხვის მოყვარული ახალგაზრდებისთვის ახალი და საინტერესო შესაძლებლობების შექმნას ემსახურება“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ინიციატივა განხორციელდა, მათ შორის შეიქმნა წიგნების თაროს ონლაინ სკოლა მოსწავლეებისთვის, სადაც ახალგაზრდებს უტარდებოდათ არაფორმალური გაკვეთილები და სხვადასხვა კურსები, მათ შორის: მითოლოგიის, ცივილიზაციების, კოსმოსის, ადამიანის ჯანმრთელობის, რიტორიკული აზროვნებისა თუ საუბრის ხელოვნების მიმართულებით. მთელი ქვეყნის მასშტაბით წიგნების თაროს ონლაინ სკოლაში მონაწილეობა 1336-მა მოსწავლემ მიიღო.

 

საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს თანამშრომლობა კვლავ გრძელდება და მომავალში ახალგაზრდებს ახალი შესაძლებლობების შექმნას ჰპირდება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა