საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ტურიზმის სამიტი 2024 გაიმართება
საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების გაზიარებას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი მხარს უჭერს საქართველოს ტურიზმის სამიტ „ტურისტერს“, რომელიც 6-7 დეკემბერს, ბათუმში გაიმართება.
ღონისძიებაზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ტურიზმის სფეროში არსებულ გლობალურ და ადგილობრივ ტენდენციებს, გაიზიარონ საერთაშორისო კომპანიების ლიდერების გამოცდილება და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები. ღონისძიება მიზნად ისახავს ქართული ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და ამ დარგის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას.
„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ტურიზმის სამიტს. ეს არის კარგი შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს გავუზიაროთ ღირებული ინფორმაცია, მივცეთ შესაძლებლობა, დაამყარონ კავშირები თანამოაზრეებთან, აღმოაჩინონ ახალი ტექნოლოგიები და საბოლოო ჯამში, მიიღონ შთაგონება საკუთარი საქმიანობის უკეთ სამართავად. ჩვენ ბიზნესს მომავალშიც არაერთ საინტერესო შესაძლებლობას გავუზიარებთ“, - ამბობენ საქართველოს ბანკში.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ტურისტერი სამ ძირითად საკითხზეა ფოკუსირებული, ესენია:
2024 წლის სამიტზე მონაწილეობას მიიღებენ ისეთი გლობალური ბრენდების წარმომადგენლები, როგორებიცაა Booking.com, Amadeus და სხვები. ღონისძიების ფარგლებში, პანელური დისკუსიები და ვორკშოპი გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგული კომპანია შინდი. გენერალური სპონსორები - საქართველოს ბანკი ბიზნესი, ბეტა პრინტი. სპონსორები - სასტუმრო Colosseum Marina, GURU Holding, Exely, TripCamp, USAID.
ღონისძიების ბილეთების შესაძენად ესტუმრეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.