მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობა“ გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi-ის პარტნიორობა წარმატებით გრძელდება. ამჯერად, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერითა და DataFest Tbilisi-ის ორგანიზებით, ვორკშოპი „მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობა“ გაიმართა. ვორკშოპს ანა ჩუბინიძე, AdalanAI-ის დამფუძნებელი და დირექტორი უძღვებოდა.

როგორც DataFest Tbilisi-ში აღნიშნავენ, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის მმართველობისა და რეგულირების საკითხი უფრო და უფრო აქტუალური ხდება. მათი თქმით, თუკი აქამდე ძირითადი აქცენტი ეთიკურ ან  პასუხისმგებლიან AI-ზე იყო გადატანილი, შეხვედრის სპიკერმა ახალი კონცეფცია - მომხმარებელზე ორიენტირებული ხელოვნური ინტელექტი განიხილა.

„მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობა ხელს უწყობს მომხმარებლებთან ურთიერთობების გამყარებას, მუდმივ გაუმჯობესებასა და ინოვაციებს, რაც უზრუნველყოფს, AI ტექნოლოგიები სრულფასოვნად ემსახურებოდეს მათ, ვისთვისაც ისაა შექმნილი. ვორკშოპის მონაწილეებმა მოისმინეს, თუ როგორ შეუძლიათ დაიწყონ AI მმართველობის პროცესების დანერგვა საკუთარ კომპანიებში და რა ცვლილებებია საჭირო ამ ტექნოლოგიისგან საუკეთესო შედეგის მისაღებად", - აღნიშნავს ნინო მაჭარაშვილი,  DataFest Tbilisi-ის დამფუძნებელი.

ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა. აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, სპიკერისთვის როგორც პირისპირ, საქართველოს ბანკის 4B სივრცეში, ისე ვირტუალურად, ზუმის პლატფორმის გამოყენებით მოესმინა.

„მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს დამსწრეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და თემით დაინტერესებული პროფესიული ქსელის შექმნასა და გამყარებას. ხშირად ქართული ბიზნესი გლობალური ტენდენციებისგან იზოლირებულად ვითარდება და ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტუალური თემების გამორჩევა, კომპეტენტური სპიკერების დახმარებით კი მათი ქართულ პროფესიულ წრეებამდე მიტანა“, - განმარტავს ნინო მაჭარაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi-ის პარტნიორობა 7 წელია, გრძელდება. პარტნიორობის ფარგლებში, გაიმართა არაერთი საერთაშორისო ფესტივალი და შეხვედრები როგორც დედაქალაქსა და რეგიონებში, ისე ონლაინ.

„მოხარული ვართ, რომ DataFest Tbilisi-სთან ერთად მორიგი საინტერესო შეხვედრა შედგა და უახლესი, სწრაფად მზარდი ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, ბიზნესებს, რომლებიც ინოვაციების დანერგვაზე არიან ორიენტირებული, საინტერესო ინფორმაცია გავუზიარეთ. ჩვენთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ყველა ისეთი ინიციატივა, რაც ბიზნესებს განვითარებისა და ინოვაციების დანერგვის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენი პარტნიორობა გრძელდება და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს უახლოეს მომავალში კიდევ ერთ მასშტაბურ ღონისძიებას შევთავაზებთ“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, 19-21 სექტემბერს, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მასშტაბური ფესტივალი DataFest Tbilisi 2024 ჩატარდება. ღონისძიება უმასპინძლებს 1000-მდე სტუმარს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით, მონაცემთა მეცნიერებით, ვიზუალიზაციით და სხვა ტექნოლოგიური საკითხებით არიან დაინტერესებული.

19-21 სექტემბრის ფესტივალზე მეტი ინფორმაციის მიღება და ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდიდან https://www.datafest.ge

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა