მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მობილბანკი განახლდა - აპლიკაციას ახალი ფუნქციონალები დაემატა

news image
mbc image

საქართველოს ბანკის მობილბანკი განახლდა. აპლიკაცია, რომელიც 1.6 მილიონ მომხმარებელს ყოველდღიური ფინანსური თუ სხვა სახის საჭიროებების დისტანციურად, მარტივად მოგვარებაში ეხმარება, უკვე 8.0 ვერსიის სახითაა ხელმისაწვდომი. მისი შესაძლებლობები კი კიდევ უფრო გაიზარდა - მოხდა რედიზაინი, გაუმჯობესდა არსებული პროდუქტები და დაემატა არაერთი სრულიად ახალი პროდუქტი.

საქართველოს ბანკის მობილბანკის ახალ (8.0) ვერსიაში დაგხვდებათ:

  • სხვა ბანკის მონაცემებით რეგისტრაციის ფუნქციონალი;
  • უძრავი ქონების დაზღვევა;
  • ციფრული PLUS ბარათები;
  • ამექს ბარათის აღდგენის ფუნქციონალი;
  • ინვესტიციების განახლებული მოდული;
  • საგადასახადო დავალიანების ფუნქციონალი;
  • დამატებით 3 ენის (აზერბაიჯანული, სომხური და თურქული) არჩევის შესაძლებლობა;

ამას გარდა, ერთ-ერთი მთავარი ცვლილება მთავარ გვერდს შეეხო. მომხმარებელს უკვე შესაძლებლობა აქვს, მთავარ გვერდზე გამოიტანოს სასურველი ფუნქციონალები და პროდუქტები. ამასთან,  კიდევ უფრო ინტუიციური და მოსახერხებელი გახდა გადახდებისა და შეთავაზებების გვერდებზე  სხვადასხვა ტრანზაქციისა თუ ოპერაციის შესრულება.

„ციფრულ არხებში თითოეულ ფუნქციონალსა და პროდუქტს ჩვენ მომხმარებლებისგან მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით ქმნით ან ვაახლებთ. შედეგად კი უკვე გვაქვს ინოვაციური, სწრაფი, მრავალფეროვანი ფუნქციონალების მქონე მობილბანკი, რომელმაც მსოფლიოში საუკეთესო მობილბანკის ტიტული უკვე დაიმსახურა. ეს ყველაფერი მიუთითებს ჩვენს სწრაფვაზე ინოვაციურობისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვისადმი. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს“, - განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული მიმართულების ხელმძღვანელმა.

აღმოაჩინეთ განახლებული მობილბანკის შესაძლებლობები ამ ბმულით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა