საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზება მცირე ბიზნესისთვის
საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესის მხარდაჭერას და მათი გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას კვლავ აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით, ბანკი იმ მცირე ბიზნესებს, რომლებიც მომხმარებლებს ყვავილებს, აქსესუარებსა და ტკბილეულს სთავაზობენ, საგაზაფხულო შეთავაზებით 30X PLUS ქულის სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.
აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ 28 თებერვლის ჩათვლით Ads მენეჯერში შეთავაზება დანახარჯის გარეშე შექმნან და საქართველოს ბანკის 1 500 000-ზე მეტ ციფრულ მომხმარებელს მისწვდნენ. მომხმარებლები კი ნივთის შეძენისას 30X PLUS ქულას დააგროვებენ.
ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს შექმნან შეთავაზებები საქართველოს ბანკის 1 500 000-ზე მეტი მომხმარებლისთვის მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე.
„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მცირე ბიზნესის განვითარებაა. ჩვენი გუნდი მუდმივად ვიკვლევთ მათ საჭიროებებს. სწორედ ამ მიზნით, შარშან, ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს ახალი ციფრული პლატფორმა Ads მენეჯერი წარვუდგინეთ. პლატფორმა მათ შესაძლებლობას აძლევს საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი საქართველოს ბანკის ციფრული არხების საშუალებით სამიზნე აუდიტორიას გააცნონ და გაზარდონ გაყიდვები. მარტში ძალიან ბევრი ადამიანი ეძებს საჩუქარს, განსაკუთრებით ტკბილეულს, ყვავილებსა და აქსესუარებს. ამიტომაც მსგავს ბიზნესებს შესაძლებლობას ვაძლევთ შექმნან მარტის თვის შეთავაზება Ads მენეჯერით, მათ მომხმარებლებს კი საჩუქრის შეძენისას 30-ჯერ მეტი PLUS ქულების დაგროვების შესაძლებლობას ვაძლევთ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შეთავაზება მნიშვნელოვნად წაახალისებს გაყიდვებს და ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის გაძლიერებას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
გაზაფხულის შეთავაზების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.