საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამას უკვე 16 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს
საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამას კიდევ ერთი პარტნიორი - საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU) შეუერთდა.
ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, რამდენიმე თვის წინ ბანკმა სტიპენდიების პროგრამა დაიწყო, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს უკვე 16 პარტნიორ უნივერსიტეტში მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
სტიპენდიების კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუ მას აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და არის საქართველოს მოქალაქე. პროგრამის ფარგლებში, შესარჩევ კრიტერიუმებს თავად უნივერსიტეტები ადგენენ, რომლის საფუძველზეც გამარჯვებულებს ავლენენ.
უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 140-მდე სტიპენდიატი, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში სწავლის სრულ და ნაწილობრივ დაფინანსებას მიიღებენ.
"სტუდენტებს ვურჩევ, რომ აუცილებლად ეცადონ, დადონ მაქსიმალური შედეგი, რათა მოიპოვონ ეს შანსი და გაიმარჯვონ საქართველოს ბანკის სტიპენდიების კონკურსში. რადგან კონკურსში გამარჯვება მრავალი კუთხით იქნება მათთვის სიკეთის მომტანი. ასეთი წარმატებით დაწყებული სტუდენტობა მათ კიდევ უფრო მეტ წარმატებამდე მიიყვანს. ახალგაზრდებისთვის რა უნდა იყოს იმაზე საჭირო და სასარგებლო, ვიდრე სწავლაში მხარდაჭერა და ამით ფაქტობრივად, მათი წარმატებული მომავლისკენ გზის გაკვალვა. თანაც, როდესაც ეს მხარდაჭერა ისეთი სერიოზული და ძლიერი ორგანიზაციისგან ხდება, როგორიც საქართველოს ბანკია, ორმაგად სტიმულის მიმცემი იქნება მათთვის. ჩემი მხრიდან დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს ბანკს ჩვენთან ამ პროექტით თანამშრომლობისთვის", — აღნიშნავს GIU-ს კანცლერი, ელი ელისაშვილი.
„საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების. სწორედ ამიტომ, ჩვენ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ, რომლებიც მათი პოტენციალის გამოვლენასა და განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მათ შორის გამორჩეულ ადგილს სწორედ საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა იკავებს, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ნიჭიერ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს, მოიპოვონ სწავლის დაფინანსება ჩვენს პარტნიორ 16 უნივერსიტეტში. ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 100-ზე მეტი სტიპენდიატი. მათი მხრიდან მიღებული უკუკავშირი კი გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ. ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა გავზარდოთ ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტების რაოდენობა და უფრო მეტი ახალგაზრდისთვის შევქმნათ განათლების შესაძლებლობა“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.
საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამისა და პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.