მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდის ისტორია

news image
mbc image

საქართველოში პირველი STEM ოლიმპიადის ფინალი დასრულდა. პროექტი სკოლის მოსწავლეებისტექნოლოგიებით, ინჟინერიითა და საბუნებისმეტყველო საგნების დაინტერესების მიზნით კომაროვისსკოლისა და საქართველოს ბანკის ინიციატივით შეიქმნა.

 

პირველ, თეორიულ ტურში 200-მდე სკოლის გუნდი ჩაერთო, რომელთაგანაც თითოეულმა სკოლისტრადიციულ საგნებში – ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში  ტესტირება გაიარა. საბოლოოდ,პრაქტიკულ ტურში კი მონაწილეებმა ინჟინრული დავალებები შეასრულეს და ჭკვიანი სახლის პროექტებიშექმნეს. ფინალურ ეტაპზე 200-მდესკოლის გუნდიდან 10 საუკეთესო გადავიდა. “ქართულ-ამერიკულისკოლის” გუნდმა, მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ყველა პრაქტიკულ დავალებას საუკეთესოდ გაართვათავი, ყველაზე ადრე დაასრულა ნაშრომზე მუშაობა და პირველი ადგილიც დაიკავა.  საქართველოს ბანკისდაფინანსებით გუნდი – ვასილ გოგოლაძე, არჩილ ბერაია, ვატო გოგია, თორნიკე გაბელია, ნიკაყულოშვილი, სანდრო ნაზღაიძე – ჟენევაში CERN-ის კვლევით ლაბორატორიაში, მენტორთან ერთადგაემგზავრება, ,,ქართულ-ამერიკულ სკოლაში“ კი შეიქმნება მულტიფუნქციური სივრცე, რომელიცაღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ტექნიკითა და STEM ინვენტარით.

 

გამარჯვებული გუნდის მენტორმა, გოგა სუქნიძემ, გვიამბო, რა გზა გაიარეს მოსწავლეებმა პირველ STEM ოლიმპიადაში გამარჯვებამდე:

 

შესარჩევი ეტაპი

 

ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩემი ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს ზუსტ და საბუნებისმეტყველომეცნიერებათა შემსწავლელი კლუბები.  ამ კლუბის მოსწავლეებმა გამოთქვეს ოლიმპიადაშიმონაწილეობის სურვილი და მთხოვეს მენტორობა და სხვა მონაწილეების შერჩევაში დახმარება. რა თქმაუნდა, სიამოვნებით დავთანხმდი.  მონაწილეობის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო ჩავატარეთ შიდატესტირება ფიზიკასა და მათემატიკაში. ტესტის შედეგების გაანალიზებამ საშუალება მოგვცა,ჩამოგვეყალიბებინა ისეთი გუნდი, რომელიც მზად იქნებოდა შრომისა და წარმატების მიღწევისათვის.

 

სამზადისი

 

ოლიმპიადის ორივე ტურისთვის მოსამზადებლად ვცდილობდით, მაქსიმალურად გამოგვეყენებინაკომაროვის სკოლის მიერ შემოთავაზებული კურსები, რომლებსაც მუდმივად ვესწრებოდით ან ვუყურებდით ჩანაწერებს. კურსები ერთდროულად საინტერესოც იყო და სახალისოც. შეხვედრების გარდა, დამოუკიდებლადაც ვიკრიბებოდით, ვარჩევდით ლექციაზე ახსნილის მსგავს ამოცანებს. ორივეეტაპისთვის ვატარებდით ოლიმპიადის სიმულაციებს და შედეგების გაანალიზებით ვცდილობდით,შეგვემუშავებინა საუკეთესო სტრატეგია. ფინალურ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე კი მოსწავლეებმაფინალური ტურის სიმულაცია გაითამაშეს. 6 საათის განმავლობაში ერთ ოთახში შევიდნენ და მთელი დრომხოლოდ ამოცანების ამოხსნას დაუთმეს ზუსტად ისე, როგორც ოლიმპიადაზე ელოდათ.

 

ჩვენი სკოლის რობოტიკისა და ელექტრონიკის კლუბის ხელმძღვანელი, დემეტრე საზონოვი,განსაკუთრებით დაგვეხმარა საფინალო სამზადისისთვის. დემეტრე გვაძლევდა დავალებებს, შემდეგერთად განვიხილავდით შესრულებული დავალების ხარვეზებს და ვცდილობდით გაუმჯობესებას. ჩემიაზრით,  სწავლების საუკეთესო გზა სწორედ ასეთი პრაქტიკული მიდგომა არის.

 

ფინალი

 

გუნდის 6-ვე მონაწილე 6 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად და ერთობლივად მუშაობდა ინჟინერიისდავალებებზე. ჩვენმა გუნდმა ყველაზე ადრე დაასრულა მუშაობა, რამაც თავდაჯერებულობა შემატამოსწავლეებს. ემოციებით დატვირთული და ამაღელვებელი იყო მომენტი, როდესაც  პროექტის მენეჯერი,გიორგი ლომიძე, ყველა მონაწილის თანდასწრებით ჟიურის წინაშე პუნქტ-პუნქტად ამოწმებდამოსწავლეების მიერ აწყობილ პროექტს. ამ დროს ყველამ დავინახეთ, რომ ყოველი ნაბიჯი, ყოველიდეტალი აბსოლუტური სიზუსტით იყო შესრულებული ჩვენი მოსწავლეების მიერ. სწორედ ამიტომ, პირველი ადგილიც დავიმსახურეთ.

 

სამომავლო გეგმები

 

ოლიმპიადაში გამარჯვება ჩვენთვის  პატივი და მოტივაციაა. გვინდა, ჩვენს სკოლაში უფრო პოპულარულიგავხადოთ STEM სწავლება. შემდეგი წლისთვის „ქართულ-ამერიკულ სკოლაში“ ჩამოყალიბდება STEM მიმართულების საგნების შემსწავლელი კლუბები, რომლებშიც მონაწილეობის მიღებას შეძლებენ როგორცჩვენი, ასევე სხვა სკოლის მოსწავლეებს.

 

ფინალში გამარჯვება და მთავარი პრიზის მოპოვება ემოციური იყო გუნდის წევრებისთვის. როგორც თავადამბობენ, ეს გამარჯვება დიდი სტიმულია შემდეგი წარმატებებისთვისა და პროფესიულიგანვითარებისთვის:

 

 ,,აქამდე დარწმუნებული არ

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა