მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული ცნობილია

news image
mbc image

საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe-ის მიერ დაფუძნებული ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის 2024 წლის გამარჯვებული ივა ქიმერიძე გახდა.

საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe-ის პროექტის ფარგლებში, ივა ბერლინში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კრეატიულ სკოლაში - Miami Ad School Europe-ში 100%-იანი დაფინანსებით Art Direction-ისორწლიან პორტფოლიო პროგრამაზე ისწავლის.

ივა ახალგაზრდა არტისტია, რომელიც სხვადასხვა ჟანრსა და სტილში მუშაობს. მისი მთავარი ინტერესი ანიმაციებს, ილუსტრაციებს, გრაფიკული დიზაინსა და 3D-ს აერთიანებს.

,,ამ სტიპენდიის შესახებ 3 წლის წინ გავიგე, თუმცა ამ დროის განმავლობაში, სერიოზულად არ მიფიქრია, რომ შესაძლებელი იყო ჩემი უნარები და ინტერესები ერთ მიმართულებაში გამეერთიანებინა. მეგონა, Art Direction-ი შორს იყო ჩემგან, თუმცა დედლაინამდე 2 კვირით ადრე მაინც მივიღე გადაწყვეტილება და ნაჩქარევად შეკრული პორტფოლიო გავგზავნე. ძალიან გამიხარდა და გამიკვირდა, როდესაც საბოლოო შედეგი შემატყობინეს”, - ამბობს ივა ქიმერიძე.

„საქართველოს ბანკი, Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით 2019 წლიდან ახორციელებს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ერთ გამარჯვებულს ვავლენთ და მას სწავლას 100%-ით ვუფინანსებთ. ჩვენი ინიციატივის ფარგლებში, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის მფლობელი უკვე ოთხი გამორჩეული ახალგაზრდა გახდა. წელს ჟიურის რჩეული ივა ქიმერიძეა, ჩვენ ვულოცავთ მას ამ წარმატებას და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ არაერთ პერსპექტიულ ახალგაზრდას მივცემთ შესაძლებლობას, საკუთარი მიზნები რეალობად აქციონ“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი.

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებულის შესახებ იხილეთ ვიდეო.

საქართველოს ბანკის CSR პროექტებისა და სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა