საქართველოს ბანკისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში 25-მდე ბიზნესი გაციფრულდა
საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი თანამშრომლობს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან და მხარს უჭერს პროექტს „უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს“. პროექტი საქართველოს მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ვებგვერდის დამზადებას, მასში გადახდების სისტემების დანერგვას, პლატფორმის მართვის ტრენინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერას გულისხმობს.
პროექტის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში, ჯამში 25-მდე ბიზნესი გაციფრულდა. მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის, მეღვინეობის, ვაჭრობის, მრეწველობის და სხვა სექტორების ბიზნესები. ინფორმაციისთვის, პროექტში საქართველოში რეგისტრირებული ის მეწარმეები მონაწილეობენ, რომელთაც სურთ, პროდუქციის რეალიზაციისთვის ციფრული არხები შექმნან.
იმერეთის რეგიონის გარდა, პროექტში ჩართული იყვნენ ბიზნესები როგორც თბილისიდან, ისე აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებიდან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი მეწარმეებს საკუთარ საჭიროებებზე მორგებულ ონლაინ გადახდების საშუალებებს სთავაზობს, მათ შორისაა ბარათით გადახდა, განვადებით გადახდა, ნაწილ- ნაწილ გადახდა, PLUS და MR ქულებით გადახდა და სხვა.
“ჩვენი მიზანია, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესებს მხარი დავუჭიროთ განვითარებასა და გაძლიერებაში. ამრიგად, პროექტი, რომელიც სავაჭრო სამრეწველო პალატის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, მორიგი გამორჩეული ინიციატივაა, რომელიც რეგიონულ ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, ეფექტიანად გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები, ასევე მისწვდნენ კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს და შეძლონ საკუთარი პროდუქტებისა და სერვისების უკეთ რეალიზაცია. ჩვენ არ ვჩერდებით და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის კიდევ არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, ახლა პროექტის მეოთხე, საბოლოო ეტაპი სრულდება, ჯამში კი 300-მდე ბიზნესი გაციფრულდება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.