მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკისა და UNDP-ის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მეათე ნაკადზე მიღება დაიწყო

news image
mbc image

საქართველოს ბანკი აგრძელებს მეწარმეობის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ჩართულობით, ახორციელებს მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას, რომლის ფარგლებში ქალ ლიდერებს იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე სრულ მხარდაჭერას სთავაზობს.

ამჟამად, პროექტის მეათე ნაკადის მიღება დაიწყო. შერჩეული ქალი მეწარმეები 10 დან 13  სექტემბრის ჩათვლით ინტენსიურ საგანმანათლებლო ვორკშოპებში მიიღებენ მონაწილეობას, გაივლიან ონლაინ კურსებს და მიიღებენ რეკომენდაციებს კვალიფიციური მენტორებისგან. პროგრამის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების პარტნიორია EFSE Entrepreneurship Academy.

შეხვედრებზე განხილული იქნება საწარმოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: გაყიდვები, ციფრული მარკეტინგი, გუნდის მართვა, ფინანსები, კომუნიკაციები და სხვა. პროგრამის მონაწილეებს ამ თემებზე ინფორმაციას შესაბამისი დარგის სპეციალისტები გაუზიარებენ.

აღსანიშნავია, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა 4 ღირებულებას ეფუძნება. ესენია:

  • ცოდნა
  • მხარდაჭერა
  • გამოცდილება
  • თანამშრომლობა

პროგრამა მის მონაწილეებს პროფესიული კავშირების დამყარებისა და სანაცნობო ქსელის გაფართოებაში ეხმარება. რაც მთავარია, მათ ბიზნესის გამოწვევების გადაჭრასა და ახალი უნარების განვითარებაში უწყობს ხელს.

„მოხარული ვართ, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გრძელდება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ მეწარმეებს ნებისმიერი კუთხიდან თუ სფეროდან შეუძლიათ. ჩვენ, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ვისმენთ მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებს და ვცდილობთ, ფინანსური, საგანმანათლებლო თუ სხვა ტიპის პროექტებითა და ინიციატივებით, მეტი შესაძლებლობები გავუზიაროთ. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამასთან, შვედეთის მთავრობასთან და EFSE Entrepreneurship Academy-სთან ერთად, პროექტს ვაგრძელებთ და მეწარმე ქალებს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენასა და გაძლიერებაში ვეხმარებით“, - აღნიშნავს რუსუდან ბარათაშვილი,  საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ახალ ნაკადზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს. რეგისტრაცია 2 სექტემბრამდე გრძელდება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა