საქართველოს ბანკისა და UNDP-ის თანამშრომლობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, 15-მა მეწარმემ გადამზადება გაიარა
საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და ქალი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და EFSE Enterpreneurship Academy-ის ჩართულობით, "მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას" ახორციელებს. 12-15 მარტს პროგრამის მონაწილეებისთვის ინტენსიური საგანმანათლებლო ტრენინგები გაიმართა, სადაც პროგრამის მონაწილეები ბიზნესის მართვის საკითხებს გაეცნენ.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მეშვიდე ნაკადში 15 ქალი მეწარმე მონაწილეობდა. ოთხდღიან ტრენინგებზე მათ დარგის ექსპერტებისგან სასარგებლო ინფორმაცია და რეკომენდაციები მიიღეს, მათ შორის გაიგეს მეტი დეტალი ელ.კომერციის, გაყიდვების, გუნდის და ფინანსების მართვის, ადამიანის უფლებების, კომუნიკაციების და სხვა საკითხების შესახებ.
პროექტის მომდევნო ეტაპზე მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, სურვილისამებრ, ექსპერტებთან ინდივიდუალური კონსულტაცია გაიარონ. პროგრამის ფარგლებში ასევე შეიქმნა სამი მასტერკლასი, რომელიც საქართველოს ბანკის უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაზე - Businesscourse.ge-ზეა ხელმისაწვდომი და მონაწილეებს მეწარმეობის საწყისებს, საბაზისო ციფრულ რესურსებს და ეფექტიან კომუნიკაციას აცნობს.
აღსანიშნავია, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა 360°-იან მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტია და ოთხ ღირებულებას ეფუძნება. ესენია: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება და თანამშრომლობა.
პროგრამა ჯამში 200 ქალი მეწარმის მხარდაჭერას ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს მათ, საწარმოს განვითარებისთვის საჭირო ფინანსები საგრანტო კონკურსში მონაწილეობით მოიპოვონ. რაც მთავარია, მონაწილეები პროგრამის დახმარებით ახალ პროფესიულ კონტაქტებს და გამოცდილებას იძენენ.
„ჩვენთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია ისეთი პროექტების შექმნა, რომლებიც მცირე მეწარმეების განვითარებაზეა ორიენტირებული. განსაკუთრებით კი მხარში ვუდგავართ ქალ მეწარმეებს, რადგან ისინი, ბიზნესის დაწყებისა და განვითარების გზაზე, ხშირად, დამატებით ბარიერებს ხვდებიან. სწორედ ამიტომ, მოხარული ვართ, რომ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, ვქმნით მეწარმე ქალების განვითარების პროექტს და 200 ინოვატორ და მიზანდასახულ ქალს ვაძლევთ ცოდნის მიღების, სასარგებლო კონტაქტების დამყარების, ფინანსური რესურსების მოპოვების და უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სხვა საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერასაც, რაც არა მხოლოდ მეწარმე ქალებს, არამედ ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებს გაუმარტივებს საქმიანობას“, - აღნიშნავს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.
გაიგეთ მეტი მეწარმე ქალების განვითარების პროგრამაზე ამ ბმულიდან და თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივებს ბიზნესისთვის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.