საქართველოს ბანკისა და USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პატრნიორობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მათთვის დამატებითი ღირებულების მქონე სხვადასხვა სერვისის თუ პროდუქტის შეთავაზებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. იმ შედეგების გასაზიარებლად კი, რაც საქართველოს ბანკისა და USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პარტნიორობის შედეგად იქნა მიღწეული, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და საქართველოს ბანკის 3 წლიანი თანამშრომლობის შედეგების გაზიარება დონორებისთვის, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისა და ბენეფიციარებისთვის.
პარტნიორობის შედეგად:
„საქართველოს ბანკისთვის, ბიზნესების მხარდაჭერა, მათი წახალისება და მათთვის დამატებითი ღირებულების მქონე სერვისებისა თუ პროდუქტების მიწოდება, თანაც მათთვის ხელსაყრელ არხებში, მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან არაერთი პროდუქტი თუ სერვისი შევქმენით. სწორედ ამ შედეგების გაზიარება გვინდოდა დონორებისთვის, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისა და პროექტებში ჩართული მხარეებისთვის. აღსანიშნავია, რომ სამწლიანი თანამშრომლობის შედეგად გვაქვს საკმაოდ კარგი შედეგები. ერთობლივად 10 - მდე პროექტის წარმატებით განხორციელება შევძელით, მათ შორის იყო B2B ფორუმები, რომელშიც ჯამურად 200-ზე მეტმა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, ექსპორტის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, 30-ზე მეტმა ადგილობრივმა მეწარმემ 3 დღიან ვორქშოფში მიიღო მონაწილეობა. 16 ქართველი მეღვინე კი კორეელ ბაიერებს შეხვდნენ. აღსანიშნავია, ისიც, რომ უზბეკეთში სავაჭრო მისიების შემდეგად, 4 - მა ქართულმა კომპანიამ შეძლო ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის შეტანა, ხოლო 7 კომპანია ბაზარზე შესვლის პროცესს განაგრძობს, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესების ხელშეწყობისთვის ჩვენს პარტნიორებთან ერთად ახალი შესაძლებლობების შექმნას“ - აღნიშნავს ოლღა ნაკაშიძე, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების პროექტების უფროსი მენეჯერი.
„USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისთვის ღირებული და ფასდაუდებელია საქართველოს ბანკთან პარტნიორობა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) ზრდისა და განვითარების ხელშეწყობაში. მრავალი ინიციატივა განვახორცილეთ ერთობლივად და წარმატებით დავეხმარეთ ბიზნესებს განევითარებინათ საკუთარი შესაძლებლობები თუ სერვისები, როგორებიცაა: ბუღალტრული აღრიცხვის დიგიტალიზაცია, ბუღალტრული აღრიცხვის აუთსორსინგი და საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდა. გარდა ამისა, ჩვენმა ერთობლივმა ძალისხმევამ ხელი შეუწყო სტრატეგიულ ინვესტიციებს MSME-ებში. უფრო მეტიც, უზბეკეთში სავაჭრო მისიების ფარგლებში, შევძელით დავხმარებოდით ბიზნესებს, ექსპორტზე გაეტანათ საკუთარი სერვისები და დაეარსებინათ ადგილობრივი წარმომადგენლობები. და ბოლოს, ‘’ბიზნესი და მდგრადი განვითარება’’ - ვიდეო კურსის შემუშავებით, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმაზე - businesscourse.ge, ჩვენ ვაგრძელებთ ქართული ბიზნესის მწვანე ტრანსფორმაციის ხელშეწყობას, რაც ხაზს უსვამს საქართველოს ბანკთან ჩვენი თანამშრომლობის ტრანსფორმაციულ გავლენას.’’ - აღნიშნავს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარიკა შიოშვილი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.