მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკისა და VISA – ს მხარდაჭერით ProdAct Community – ის ღონისძიება “გადახდების როლი პროდუქტის მენეჯმენტში” გაიმართება

news image
mbc image

საქართველოს ბანკი როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და VISA - ს მხარდაჭერით, ProdAct Community - ის ღონისძიება  “ გადახდების როლი პროდუქტის მენეჯმენტში“  26 ივლისს, ტექნოპარკში გაიმართება.

 

ღონისძიებაზე სპიკერები ისაუბრებენ პროდუქტების მენეჯმენტზე, ფინტექ პროდუქტებისა და გადახდებისა მნიშვნელობაზე, თუ რა როლს ასრულებს გადახდები ციფრული  პროდუქტების შექმნის პროცესში. ასევე, განიხილავენ  გადახდების გლობალურ ტრენდებს, ამ მიმართულებით შექმნილ ახალ პროდუქტებს და მათ სამომავლო განვითარებას.

 

მოწვეულ სპიკერებს შორის არის საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის Product Owner - ი ანი მამფორია, რომელიც საქართველოს ბანკის მიერ სულ ცოტა ხნის დანერგილ პროდუქტზე - ეგრევე 24/7- ზე ისაუბრებს.

 

„მოხარული ვარ რომ სპიკერის როლში უნდა ვისაუბრო იმ ინოვაციურ პროდუქტზე, რომელიც საქართველოს ბანკის მობილბანკით ბანკებს შორის თანხის ეგრევე გადარიცხვას 24/7-ზე ხდის შესაძლებელს. ჩვენ, როგორც მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკი, მუდმივად ვზრუნავთ, რათა გავაუმჯობესოთ მათი გამოცდილება, დაზოგონ დრო და მიიღონ მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო სერვისები. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ამ  პროდუქტის შექმნა. გვინდა დამსწრე საზოგადოებას გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და გამოწვევები, რომელიც გადავლახეთ პროდუქტის შექმნის პროცესში”- განაცხადა ანი მამფორიამ, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის Product Owner - მა

 

ღონისძიებაზე სპიკერის რანგში ნათია გავარდაშვილი Visa Caucasus- ის ბიზნეს განვითარების ლიდერი ისაუბრებს  ისეთ თემაზე როგორიცაა- გადახდის მოწინავე  ტენდენციების შესწავლა

 (Exploring Cutting-Edge Payment Trend)

 

სპიკერების გამოსვლის შემდეგ ღონისძიება პანელური დისკუსიით გაგრძელდება. მას მოდერატორობას ProdAct Community-ის წარმომადგენელი, ლუკა ლომსაძე გაუწევს. პანელის მონაწილეები კი იქნებიან:

  • მარიამ სილაგაძე - გადახდების ტრაიბის ლიდერი, Adjarabet;
  • მარიამ ცერცვაძე - საქართველოს ბანკის დომეინ ექსპერტი;
  • ქეთი ქარსელაძე - Citypay.io-ს  მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი.

 

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა