მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკმა ქალ მეწარმეთა ბიზნესის გაციფრულების პროგრამა დაიწყო

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, ქალ მეწარმეთა ხელშეწყობას განაგრძობს. ფინანსურმა ინსტიტუტმა Care Caucasus-თან, ბიზნეს ფედერაციათან  „ქალები მომავლისთვის“, კახეთის რეგიონალურ განვითარების ფონდთან და  Visa-სთან ერთად ქალ მეწარმეთა გაციფრულების პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მეწარმეები 6 თვის განმავლობაში უფასო პროდუქტებითა და შეღავათებით სარგებლობას შეძლებენ.

პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში მეწარმე ქალები ისარგებლებენ შემდეგი ბენეფიტებით:

  • უფასოდ გამოიყენებენ მობილურ ტერმინალს და მიიღებენ გადახდებს ნებისმიერი ტიპის ბარათებით / აპლიკაციებით;
  • უფასოდ გაიაქტიურებენ S ნაკრებს, რაც ბიზნესისთვის საჭირო ყველა  პროდუქტსა და სერვისს მოიცავს;
  • შეძლებენ დაიბრუნონ საკომისიო ქეშბექის სახით მობილურ ტერმინალზე Visa ბარათით გადახდილ პირველ 1 000 ლარზე;
  • უფასოდ ისარგებლებენ ოპტიმოს მარაგების მართვის პროგრამით,  რაც ბიზნესპროცესების გაციფრულებაში დაეხმარებათ;

პროგრამაში მონაწილეობას ის  პირველი 100 ქალი მეწარმე შეძლებს, ვინც  კონკრეტულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს: კრიტერიუმების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე. აღსანიშნავია, რომ CARE Caucasus  პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პროგრამის მონაწილეებს შეარჩევს და მათთვის ბიზნესის მართვისა და განვითარების უფასო კონსულტაციებსა და მენტორობას უზრუნველყოფს.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვაძლიერებთ ქალ მეწარმეებს, ვაწვდით მათ ხელშესახებ ბენეფიტებს ბიზნეს პროცესების გამართვისა და ფინანსების ეფექტიანი მართვისთვის. ჩვენ ყურადღებით ვაკვრიდებით ბიზნეს სექტორის გამოწვევებს, შესაბამისად, მათ სწორედ იმ პროდუქტებსა და პროექტებს ვთავაზობთ, რომლებიც ამ საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარებათ. ჩვენ სამომავლოდაც არაერთ საინტერესო ინიციატივას შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს“, - ამბობს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

„ქეა კავკასიისთვის“  მნიშვნელოვანია ქალების გაძლიერება და მათთვის ფინანსურ რესურსებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ქეა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად  1800-ზე მეტ ქალს დაუჭერს მხარს  განავითარონ ბიზნესი მცირე ბიზნეს გრანტებით, მენტორული პროგრამებით და საქმიანი კავშირებით. საქართველოს ბანკსა და VISA-სთან პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს მათი ინოვაციური ფინანსური პროდუქტების და სერვისების სიკეთეები მცირე მეწარმე ქალებამდე მივიტანოთ. იმედი მაქვს, პარტნიორობის მსგავსს ინოვაციურ მოდელს სომხეთშიც დავნერგავთ“, - განაცხადა ქეთევან ხაჩიძემ, ქეა კავკასიის მთავარი აღმასრულებელმა დირექტორმა.

„Visa აგრძელებს ქალი მეწარმეების მხარდაჭერას საქართველოში. მოხარული ვარ, რომ პარტნიორებთან ერთად, ვიწყებთ გაციფრულების პროგრამას. თანამშრომლობის ფარგლებში, 100 მეწარმე ქალს მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებით უსასყიდლოდ სარგებლობის შესაძლებლობას ვაძლევთ. ჩვენიმიზანია გავზარდოთ ქალების ჩართულობა ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაში და ამით ხელიშევუწყოთ ინკლუზიური ბიზნეს სექტორის განვითარებას საქართველოში“, - აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

ჩაერთეთ პროექტში ამ ბმულიდან. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად ონლაინ.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა