საქართველოს ბანკმა ქალი მეწარმეებისთვის ბიზნესის განვითარების შესახებ ვორქშოპი გამართა
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის აქტიური მხარდამჭერი, მეწარმეების ხელშეწყობას და მათ საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა EU4Business-თან და EFSE Entrepreneurship Academy-სთან თანამშრომლობით, ქალი მეწარმეებისთვის ვორქშოპი „როგორ დავგეგმოთ ბიზნესის განვითარება“ გამართა.
საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებულ ორდღიან შეხვედრას ბიზნესკონსულტანტი და Start - Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი, ლარისა პატარაია უძღვებოდა. ქალ მეწარმეებთან შეხვედრაზე მან ბიზნესის გაფართოებისა და გაძლიერების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრები საქართველოს ბანკის მიერ ბიზნესისთვის სპეციალურად შექმნილ 4B-ის სივრცეში ჩატარდა და მას 30-ზე მეტი მეწარმე ქალი დაესწრო. შეხვედრაზე სპიკერმა მიმოიხილა ისეთი თემები, როგორებიცაა:
გარდა ამისა, ვორქშოპის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, უფასოდ გაევლოთ 1-საათიანი ინდივიდუალური კონსულტაცია მომხსენებელთან და განეხილათ საკუთარი ბიზნესის სტრატეგიული გეგმები.
„მცირე და საშუალო ბიზნესის, განსაკუთრებით კი ქალი მეწარმეების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის სტრატეგიის ნაწილია. ჩვენ არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ, რათა ხელი შევუწყოთ ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ბიზნესში ბარიერების შემცირებას. მოხარული ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, ქალი მეწარმეებისთვის ჩაგვეტარებინა ვორქშოპი ბიზნესის განვითარების საკითხებზე და მათთვის მიგვეცა შესაძლებლობა, საკუთარი ბიზნესის გამოწვევები თუ გეგმები კვალიფიციურ სპეციალისტთან ერთად განეხილათ. საქართველოს ბანკი ბიზნესის წარმომადგენლებს მომავალშიც არაერთ მსგავს ინიციატივას შესთავაზებს“, - ამბობს რუსუდან ბარათაშვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.