მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკმა ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი „როგორ შევქმნათ კონტენტი“ გამართა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი  ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და თანამედროვე ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო კომპეტენციის გაზიარებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ინიციატივითა და EFSE Enterpreneurship Academy-სთან თანამშრომლობით, 11 და 13 ივნისს ვორკშოპი „როგორ შევქმნათ კონტენტი“ გაიმართა, რომელსაც  კონტენტ სტუდიოს დამფუძნებლები - ლიანა მეტრეველი და ირინა ბერიაშვილი უძღვებოდნენ. ღონისძიება საქართველოს ბანკის მიერ ბიზნესებისთვის შექმნილ სპეციალურ სივრცეში, 4B-ში გაიმართა.

შეხვედრაზე სპიკერებმა მეწარმე ქალებს გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება შემდეგ საკითხებზე:

 

  • კონტენტის და პროდუქტის ფოტოგრაფია;
  • თანამედროვე მიდგომები, ტექნიკები და ხრიკები კრეატიული მიმართულებით;
  • კონტენტის დაგეგმვა;

 

გარდა ამისა, ვორკშოპის მიმდინარეობისას ქალ მეწარმეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პრაქტიკული სავარჯიშო  შეესრულებინათ და მოცემული ვიზუალური დავალებისა და რეკვიზიტების მიხედვით  კონტენტიდაეგეგმათ და შეექმნათ.

 

„თანამედროვე მეწარმეობა უახლესი ცოდნისა და ინფორმაციის მიღების გარეშე წარმოუდგენელია. ციფრულ სამყაროში საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ეფექტიანად მიწოდება ბიზნესების წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია, ამიტომ ჩვენ, როგორც ბიზნესების მხარდაჭერაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ვაძლევთ მეწარმეებს წვდომას ყველაზე რელევანტურ და პრაქტიკულ ინფორმაციაზე. ჩვენ ერთმანეთთან ვაკავშირებთ დარგის გამორჩეულ სპეციალისტებსა და ახალბედა, დამწყებ მეწარმეებს. ამ მიმართულებით კი ქალი მეწარმეების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მათი გაძლიერებისთვის ჩვენ არაერთ პროგრამას ვახორციელებთ. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და მომავალში არაერთ მსგავს ინიციატივას შევთავაზებთ ქალ მეწარმეებს“, - აღნიშნავს რუსუდან ბარათაშვილი,  საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

საქართველოს ბანკის მიერ ბიზნესებისთვის შექმნილი პროექტების შესახებ გაიგეთ მეტი ამ ვებგვერდიდან.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა