მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკმა, The Bank of New York Mellon Corporation- თან პარტნიორობით, საკორესპონდენტო ქსელი გააფართოვა

news image
mbc image

საქართველოს ბანკმა, მომხმარებლებისთვის უფრო სწრაფი და მოსახერხებელი სერვისების მიწოდების მიზნით, საკორესპონდენტო ურთიერთობების ქსელი გააფართოვა და პარტნიორობა The Bank of New York Mellon corporation-თან დაიწყო, რომელიც ამერიკული საერთაშორისო ფინანსური მომსახურების კომპანიაა, რომლის სათაო ოფისიც  ნიუ-იორკში მდებარეობს.

აღნიშნული სტრატეგიული ნაბიჯით, საქართველოს ბანკი საერთაშორისო გადარიცხვების შესაძლებლობებს აძლიერებს და მომხმარებლებისთვის მომსახურების კიდევ უფრო ეფექტიანად გაწევას უზრუნველყოფს.

„The Bank of New York Mellon  Corporation -ის დამატება საქართველოს ბანკის ქსელში მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს ჩვენს მუდმივ ძალისხმევას, გავაძლიეროთ საერთაშორისო გადარიცხვების არხები და გავაუმჯობესოთ ეფექტიანობა ტრანზაქციების შესრულების კუთხით. როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, ჩვენ ვაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორობების დამყარებას, რითაც ხელს ვუწყობთ მტკიცე და საიმედო ფინანსური კავშირების ქსელის ჩამოყალიბებას. რაც მთავარია, აღნიშნული თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს მომხმარებლებს შევთავაზოთ კიდევ უფრო მეტი მოქნილობა საერთაშორისო ტრანზაქციებში, შესაბამისად, მივაწოდოთ მათ უმაღლესი დონის ფინანსური სერვისები“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

აღსანიშნავია, რომ The Bank of New York Mellon  Corporation მესამე ამერიკული ბანკია საქართველოს ბანკის ქსელში.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა