მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკმა, USAID - თან ერთად, ახალი ბიზნეს კურსის „ბიზნესი და მდგრადი განვითარების“ პრეზენტაცია გამართა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარებასა და მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ახალი ბიზნეს კურსის „ბიზნესი და მდგრადი განვითარების“ პრეზენტაცია გამართა.  

ბიზნესი და მდგარდი განვითარების კურსის  მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მწვანე ტრანსფორმაციის ხელშეწყობაა. კურსი USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ექსპერტმა ოთარ ანთიამ მოამზადა და ის დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს გაიგონ თუ როგორ ხდება ბიზნესში მდგრადი პრაქტიკების დანერგვა, გამოიწვევს თუ არა ეს პროცესი საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას, დანახარჯების შემცირებას და გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანას. კურსი ასევე მოიცავს გარემოსდაცვით სტანდარტებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებს.

კურსი ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა -  businesscourse.ge -ზე.  პლატფორმა სხვადასხვა თემატიკის უფასო სასწავლო კურსებსა და მასტერკლასებს აერთიანებს და მათი დახმარებით, დაინტერესებულ ადამიანებს, ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, გაიუმჯობესონ თანამედროვე ბიზნესის სამართავად საჭირო უნარ-ჩვევები, შეიძინონ ახალი ცოდნა, წარმატებით გაიარონ ტრენინგები და მიიღონ სერტიფიკატი.


„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესების მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა მთავარი პრიორიტეტია. ამ ორი ღირებულების გაერთიანების მიზნით, ბანკმა 2020 წელს მომხმარებლებს ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა შესთავაზა, სადაც სხვადასხვა თემატიკის სასწავლო კურსებია განთავსებული. პლატფორმა დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ცოდნა და გაიუმჯობესონ უნარ-ჩვევები. ამჯერად, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესის მწვანე ტრანსფორმაციის ხელშეწყობისთვის, ახალი ბიზნეს კურსი - ბიზნესი და მდგრადი განვითარებაწარვადგინეთ, რომელიც ბიზნესს მდგრადი პრაქტიკების დანერგვაში შეუწყობს ხელს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით, აქტიურად ვაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების განხორციელებას. 2024 წლის ბოლომდე  პლატფორმაზე კიდევ 12 ახალი ბიზნეს კურსის დამატებას ვგეგმავთ“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა