საქართველოს ბანკსა და „ტურინვესტ ჯგუფს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ბანკი, რეგიონების მხარდაჭერას და ბიზნესების გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და „ტურინვესტ ჯგუფს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი „ტურინვესტ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბაშიძემ და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზურაბ ქოქოსაძემ მოაწერეს.
თანამშრომლობის ფარლებში, ბათუმში, რუსთაველის #20 - ში, სასტუმრო Hampton by Hilton აშენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 16 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სასტუმროს მშენებლობას და მის სრულად აღჭურვას მოხმარდება. 7 სართულიანი სასტუმრო 1 500 კვ.მ ზე აშენდება და ის 143 ნომერს, სხვადასხვა სივრცეებს, რესტორანსა და მიწისქვეშა პარკინგს გააერთიანებს.
„ვამაყობთ, რომ ტურინვესტ ჯგუფი განაგრძობს ქვეყნის და რეგიონის უმნიშვნელოვანეს სფეროში, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ინვესტირებას. დარწმუნებული ვართ, ,რომ Hilton-ის ბრენდის კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობით ჩვენი წვლილი შეგვაქვს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, სტუმარ-მასპინძლობის სტანდარტებს ამაღლებაში, დასაქმების ხელშეწყობაში და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. საქართველოს ბანკი 2010 წლიდან ჩვენი სანდო პარტნიორია და ეს კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ. აღნიშნული პროექტი გამორჩეულია რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის უნიკალური ადგილმდებარეობით და არქიტექტურით. სასტუმრო ძველ ბულვარში, ქალაქის ისტორიულ ცენტრში შენდება და ის ურბანულ სტილს სინთეზურად შეერწყმება. სამომავლოდ, კვლავ ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ინვესტირებას ვგეგმავთ, რაც Hampton by Hilton-ის შემდეგ, „კულტურულ-გასართობი ცენტრი არგო“- ს განვითარებასთან არის დაკავშირებული“. - განაცხადა გიორგი აბაშიძემ, ტურინვესტ ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.