მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ვაკეში „შინხოფერის“ ახალი მაღაზია გაიხსნა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით ვაკეში სუპერმარკეტების ქსელ „შინხოფერის“ ახალი მაღაზია 190 კვ.მ. ფართობზე გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 800 000 აშშ დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 645 000 აშშ დოლარს შეადგენს.

 

კომპანია „შინხოფერი“ წლებია საქართველოს ბაზარზეა. დღეს კი, უკვე 7 ფილიალითაა წარმოდგენილი.

 

„საქართველოს ბანკთან უკვე 7 წელზე მეტია ვთანამშრომლობთ და მათი ფინანსური მხარდაჭერით „შინხოფერის“ არაერთი მაღაზიის გახსნა შევძელით. ჩვენს სუპერმარკეტებში წარმოდგენილია ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო ასორტიმენტი, დელიკატესების განსაკუთრებული კუთხე. ჩვენს მომხმარებლებს ყველა ფილიალში სწრაფი კვების კაფეებს დავახვედრებთ და მრავალფეროვან მენიუსაც შევთავაზებთ“, - აღნიშნავს კომპანია „შინხოფერის“ დამფუძნებელი, მამუკა ჯაფარიძე.

 

„სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც გახსნის დღიდან ჩვენი პარტნიორია, დღემდე ერთობლივად არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. კომპანია „შინხოფერი“ გამოირჩევა მაღალი ხარისხის პროდუქციით და გასაკვირი არაა, რომ დღითი დღე მოთხოვნაც იზრდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების ფინანსური მხარდაჭერა, რადგან ქვეყანაში იზრდება წარმოება, იხსნება ახალი ფილიალები, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ეს კი დადებითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსი, გიორგი წეროძე.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა