მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ხევი-შორაპანის მონაკვეთის გახსნას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს

news image
mbc image

"საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა ცალსახად ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. ჩვენს ქვეყანას, სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, აქვს მკვეთრად გამოხატული ტრანზიტული ქვეყნის ფუნქცია. წარმოუდგენელია ამ ფუნქციის სრულფასოვანი შესრულება და მისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება, თუ ქვეყანას არ აქვს თანამედროვე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალი. მითუმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოში ტვირთბრუნვის 60%-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო გადაზიდვებით ხორციელდება. 

განსაკუთრებით მისასალმებელია ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის დიდი ნაწილის დასრულება. ეს
მონაკვეთი, მისი რელიეფიდან გამომდინარე, ყველაზე გამომწვევი და რთული ნაწილი იყო, სადაც სამშენებლო პროცესს გრძელვადიანი და ფართომასშტაბიანი ტოპოგრაფიული, გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევები უძღოდა წინ. რიკოთზე გვირაბებისა თუ ხიდების მშენებლობის მცდელობას საბჭოთა 
პერიოდშიც ჰქონდა ადგილი, რაც მაშინ ვერ განხორციელდა და ობიექტურად მისასალმებელია, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ეს ისტორიული პროექტი დასასრულს უახლოვდება.

რიკოთის მონაკვეთის და ზოგადად ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა და მისი სწრაფი დასრულება სამი ძირითადი მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი:

1) უსაფრთხოების სტანდარტი. მთელი დეკადების განმავლობაში ვინ მოთვლის რამდენ საგზაო შემთხვევას ჰქონდა ადგილი ამ მონაკვეთზე, რომელთაგან მრავალი ფატალური შედეგით დასრულდა. 4 ზოლიანი, თანამედროვე ავტომაგისტრალი საგზაო შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანს;

2) მნიშვნელოვნად მცირდება მოგზაურობის მანძილი და შესაბამისად გადაადგილების დრო. ამ ფაქტორს უაღრესად პოზიტიური ზეგავლენა ექნება როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე უცხოელებისთვის, რომლებიც საქართველოში მოგზაურობენ. პოზიტიური იქნება გავლენა ბიზნესზე: შემცირებული დრო და ავტომაგისტრალის მაღალი უსაფრთხოების სტანდარტი გაზრდის ტვირთგამტარიანობას, შეამცირებს ხარჯებს, ხელს შეუწყობს მობილობის ზრდას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია დღევანდელ სამყაროში, ბიძგს მისცემს ტურიზმის შემდგომ განვითარებას და სხვა მრავალი;

3) რეგიონალური და საერთაშორისო თვალსაზრისით, საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი არის იმ ხიდის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს. ეს პროექტი პირდაპირპროპორციულ კავშირშია საქართველოს ტრანზიტული ფუნქციის მნიშვნელოვან ზრდასთან, ამ სიკეთის ტრანსლიაცია კი აუცილებლად მოხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდის
პარამეტრებში"- ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა