მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 51-ე და 52-ე დადგენილებებში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება

news image
mbc image

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პოზიტიურად აფასებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას 51-ე და 52-ე დადგენილებების ამოქმედების გადავადებასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ეს იყო დროული და გონივრული გადაწყვეტილება როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული დადგენილებები აწესებს როგორც მზა ფარმაცევტული პროდუქციის, ასევე ადგილობრივი წარმოებისთვის აუცილებელი აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების საქართველოში იმპორტის ახალ სტანდარტებს.

 

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული დადგენილებების გადავადების თავდაპირველად დათქმულ ვადა, კერძოდ 2024 წლის 1 ოქტომბერი, შეიცავდა ფარმაცევტულ ბაზარზე პროდუქციის დეფიციტის შექმნის რისკებს, ვინაიდან ადგილობრივი წარმოება ვერ მოასწრებდა ახალ სტანდარტებთან ადაპტირებას.

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ფარმაცევტულ სექტორში მოღვაწე კომპანიებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკების პროცესში, რათა ერთის მხრივ, დაცული ყოფილიყო მომხმარებლის ინტერესები, ხოლო მეორეს მხრივ ბიზნეს სექტორის, რომელიც დადგენილ ვადაში ვერ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას.

 

როგორც ამას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოცდილება და პრაქტიკაც აჩვენებს, ხელისუფლებასთან კონსტრუქციული და პროფესიული კომუნიკაცია, დიალოგი და თანამშრომლობა აძლიერებს როგორც ბიზნეს სექტორს, ასევე მთლიანად ჩვენს სახელმწიფოსა და მის ეკონომიკას, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ჩვენი მოსახლეობის ინტერესებსა და კეთილდღეობაზე" ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა