მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია „მეწარმეთა შესახებ" კანონთან დაკავშირებით პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა

news image
mbc image

„მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ პრაქტიკაში გამოკვეთილ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, ინვესტორთა საბჭოს ჩართულობით, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძესა და დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც  ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, რაც მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ პრაქტიკაში გამოიკვეთა. კერძოდ, საუბარი შეეხო საწარმოთა რეგისტრაციასთან, ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის ფარგლებთან, საწარმოს პარტნიორთა მიერ გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებულ  ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები „მეწარმეთა შესახებ" კანონთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაციის ფორმატზე შეთანხმდნენ, რათა შესაბამისი სამინისტროების ჩართულობით გაიმართოს დისკუსია ახალ ნორმებთან და მათ ერთგვაროვან ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით, ასევე, მოხდეს კონკრეტული შემთხვევების გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში, კანონის დაზუსტება.

„ახალი კანონი მეწარმეთა შესახებ, ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია ქართულ სამართლებრივ სივრცეში, ის მიღებულია დაინტერესებულ მხარეთა მაქსიმალური ჩართულობითა და ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში. ამავდროულად, კანონის პრაქტიკაში გამოყენების შემდეგ გამოიკვეთა ტექნიკური საკითხების რამდენიმე ჯგუფი, რომელთა ნაწილი შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან სათანადო განმარტებას ან სულაც კანონში მცირე ცვლილებების განხორციელებას საჭიროებს და ამ მიზნით, სამუშაო ფორმატში შეხვედრები კვლავ გაგრძელდება როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან", განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა