საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის დღევანდელ გადაწყვეტილებას
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დადებითად აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება კონტრციკლური ბუფერის დაგროვების განწილვადებასა და უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარის შემცირებას.
პანდემიის შემდგომ, გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, ეკონომიკურ სუბიექტებს მნიშვნელოვნად გაეზარდათ საპროცენტო ხარჯები. ეს პრობლემა, ბუნებრივია, აწუხებს მთელ ბიზნესს; იგი უარყოფითად ისახება თითოეულ კომპანიაზე და ზღუდავს მათ სწრაფ და დინამიურ განვითარებას. უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის 25%-დან 20%-მდე შემცირება ნიშნავს იმას, რომ უცხოურ ვალუტაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გარკვეულწილად უნდა შემსუბუქდეს.საბანკო სისტემაში ლიკვიდურობის ზრდა, სავარაუდოდ ასევე გააუმჯობესებს ფინანსებზე წვდომას, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ბიზნეს ოპერატორების ეფექტიანი საქმიანობისთვის.
ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილება ასევე დადებითად იმოქმედებს ლარის კურსზე. ლარი კი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ბარომეტრი და მისი სიმყარე და სტაბილურობა გავლენას ახდენს მოხმარებაზე, ინვესტიციებზე, ეკონომიკური აგენტების განწყობებსა, მოლოდინებსა და აქტივობაზე, ინფლაციაზე და სხვა.
ლარის კურსის სიმყარე და სტაბილურობა ასევე საშუალებას მისცემს ეროვნულ ბანკს დამატებით შეამციროს რეფინანსირების განაკვეთი, რაც ბიზნეს სუბიექტებისთვის ლარშიც საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გამოიწვევს. აღნიშნული კი, გადაჭარბების გარეშე, უმნიშვნელოვანესია და ეს განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როგორც ზემოთაც ითქვა, გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში.
პოზიტიურია ასევე გადაწყვეტილება კონტრციკლური ბუფერის დაგროვების განწილვადებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დაკრედიტება არ იქნება შეზღუდული მომავალ წელს და ხელი შეეწყობა ეკონომიკის ჯანსაღ და დინამიურ ზრდას. ჩვენი ქვეყნის ფინანსური სისტემა ძლიერი და მდგრადია და ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი ხელშესახები არგუმენტი დაკრედიტების რაიმე გზით შეზღუდვის კუთხით.
სხვა სიახლეები
მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის
28.11.2026.14:01
თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.
30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.
30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით
30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.
შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.
ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.
ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.
30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.
30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.
აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.