მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს შეხვდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა, მისმა მოადგილეებმა და სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელებმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და ამ მიმართულებების მიხედვით მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.  

 

ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა საგზაო, წყალმომარაგების, წყალარინების, მუნიციპალური და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრესზე, ურბანული განახლების მიზნით მიმდინარე სპეციალურ პროგრამებსა და მყარი ნარჩენების მართვის კუთხით გაწეულ საქმიანობაზე. 

 

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის და საერთაშორისო მაგისტრალური საავტომობილო გზების განვითარების მნიშვნელობას და ისაუბრა მაგისტრალური გზების მშენებლობის მასშტაბური პროექტების მიმდინარეობასა და მნიშვნელობაზე.

 

ირაკლი ქარსელაძემ, ვრცელი და სრულფასოვანი პრეზენტაციის მეშვეობით, შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სამინისტროს გეგმებზე, მათ შორის, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი პროგრამების შესახებ.  მან ასევე ხაზი გაუსვა სამინისტროსა და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

შეხვედრის დასასრულს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მინისტრს, მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე, კითხვები დაუსვეს.

 

„მიგვაჩნია, რომ ბიზნეს სექტორის პირდაპირი და აქტიური კომუნიკაცია უწყებების უშუალო ხელმძღვანელებთან ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ, თანამშრომლობითა და კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელია იმ ეკონომიკური ამოცანების მიღწევა, რაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას. ეს უკანასკნელი კი, როგორც ხელისუფლების, ასევე ბიზნესის საერთო ინტერესს წარმოადგენს. მადლობას ვუხდით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს, ასეთი დეტალური და შინაარსიანი პრეზენტაციისთვის და ბიზნესთან აქტიური თანამშრომლობისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა