მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია: „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ჩვენს სახელმწიფოს და ბიზნეს სექტორს ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის"

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს განცხადებით ეხმაურება:

 

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის პატივია, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მხარდაჭერა, რადგან მსგავსი სახის საკომუნიკაციო პლატფორმა ყოველთვის ექცევა საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფებისა და კომპანიების ყურადღების ცენტრში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შეუძლია უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეასრულოს ტრანსკონტინენტურ სავაჭრო ურთიერთობის განვითარებაში, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობების წარმოჩენისთვის საჭიროა გლობალური სურათის დანახვა, რაც მხოლოდ მსგავსი მასშტაბის ფორუმებზეა შესაძლებელი.

 

მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ფარგლებში, განიხილება როგორც ვაჭრობის, ელექტრონული კომერციის განვითარების, ტურიზმისა და ენერგეტიკასთან დაკავშირებული, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის საკითხები, რაც მონაწილეებს აძლევს ერთობლივი საპარტნიორო პროექტების იდენტიფიცირების საშუალებას.

 

ამიტომაც არის საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აბრეშუმის გზის სპონსორი და პარტნიორი, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ასოციაციის წევრ კომპანიებს, საქართველოში მოქმედ ბიზნესს, ექმნება ინვესტიციების მოზიდვის შესანიშნავი შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი  წინაპირობაა.

 

ვიმედოვნებთ, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ჩვენს სახელმწიფოს და ბიზნეს სექტორს ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობასა და განვითარებაზე".

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა