მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206
-0.0073
flag
AZN 1.5623
-0.0002
flag
CNY 39.301
-0.0006
flag
EUR 3.0835
-0.0013
flag
GBP 3.5646
-0.0028
flag
KZT 54.51
0.0027
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6554
-0.0009
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია წევრ კომპანია „საქართველოს კლინიკებს"  ქსელის 27 სამედიცინო დაწესებულების მიერ საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებას ულოცავს

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია „საქართველოს კლინიკებს", რომელიც ჯანდაცვის სექტორის ყველაზე ფართო ჰოსპიტალურ ქსელს წარმოადგენს, საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესის წარმატებით გავლას. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით ქსელის ყველა სამედიცინო დაწესებულება აკრედიტირებულია.

საქართველოს კლინიკების ქსელი, ქვეყნის მასშტაბით 27 სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს და თბილისაა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი.

ქსელმა 2023 წლის ნოემბერში თანამშრომლობა დაიწყო გერმანულ კომპანია KTQ-სთან და გაიარა 7 თვიანი აკრედიტაციის მოსამზადებელი პერიოდი.

ივლისის თვეში მააკრედიტირებლის მიერ ჩატარდა შემოწმება და ქსელში შემავალმა 27-ვე სამედიცინო დაწესებულებამ საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო, რაც თავის მხრივ გულისხმობს პაციენტებისა და თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებას. მააკრედიტირებლის წარმომადგენლებმა ადგილზე შეაფასეს 6 საერთაშორისო კატეგორიის დანერგვის პროცესი, კერძოდ თანამშრომელზე ორიენტაცია, პაციენტზე ორიენტაცია, უსაფრთხოება და კლინიკური რისკების მართვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ხელმძღვანელობა და მართვა.

ქსელის მასშტაბით, თითოეული ჰოსპიტლის ჭრილში შეიქმნა 300-ზე მეტი სამედიცინო პროტოკოლი/სოპი, განახლდა 50-ზე მეტი პროცესი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა ინფრასტრუქტურა.  დაიწყო პროცესების გაციფრულება, შემუშავებული იქნა პაციენტთა კმაყოფილების შეფასებისა და მუდმივი მონიტორინგის სისტემა, დაინერგა ხარისხის ინდიკატორები, მოხდა რისკების იდენტიფიცირებისა და შემცირების პროტოკოლის იმპლემენტაცია. მოსამზადებელ ეტაპზე ჩატარდა 50-მდე ტრენინგი და სიმულაცია.

KTQ-ის მიერ მინიჭებული სერტიფიკატი დასტურია იმისა, რომ ქსელში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტზე ორიენტირებული გარემო და მომსახურების ხარისხი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს.

KTQ  წარმოადგენს გერმანულ კომპანიას, რომელიც აღნიშნულ სფეროში 20 წელზე მეტია მოღვაწეობს და ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნებში ჯანდაცვის უმაღლესი სტანდარტის დანერგვას.
საქართველოს კლინიკები მომავალშიც უწყვეტად გააგრძელებს, როგორც აკრედიტაციის პროცესში მიღებული ცოდნის ხარისხის შენარჩუნებასა და გაღრმავებას, ასევე დანერგილი სტანდარტების ზედმიწევნით დაცვას, რაც კიდევ უფრო დააახლოებს კომპანიას მთავარ მიზანთან, გააუმჯობესოს პაციენტთა ცხოვრების ხარისხი.

„ვულოცავთ წევრ კომპანია „საქართველოს კლინიკებს" ქსელის ყველა სამედიცინო დაწესებულების საერთაშორისო აკრედიტაციის წარმატებით გავლას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის მაღალი ხარისხის სერვისებს, სანდოობასა და პროფესიონალიზმს. კერძო სექტორის წარმატება და ასეთი მაგალითები, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან აღნიშნული ცალსახად პოზიტიურად აისახება, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, ასევე ეკონომიკურ მდგრადობასა და განვითარებაზე" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

16.06.2026.15:11

27 ივნისს, საქართველოში რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. ეს არის ტურნირი, რომელიც ახალგაზრდა მორაგბეებს საერთაშორისო ასპარეზზე თავის წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს და სწორედ, აქ იბადებიან მომავალი ვარსკვლავები.

2017 წლის შემდეგ, საქართველო ამ პრესტიჟულ ჩემპიონატს უკვე მეორედ მასპინძლობს. 2017 წელს, ტურნირის წარმატებით ჩატარების შედეგად, მსოფლიო რაგბიმ 2026 წლის ახალი, გაფართოებული ფორმატის, ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაც საქართველოს ანდო. წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე 12-ის ნაცვლად 16 გუნდი იასპარეზებს, რაც კონკურენციას ამძაფრებს და შედეგად, ტურნირისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდის.

ტურნირი 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მატჩებს თბილისი ავჭალის სტადიონი და ქუთაისის აია არენა უმასპინძლებენ; ხოლო ფინალური და მესამე ადგილისთვის შეხვედრები მიხეილ მესხის სტადიონი ჩატარდება.      

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ა ჯგუფში, მოქმედ ჩემპიონს - სამხრეთ აფრიკას, უელსსა და ურუგვაის დაუპირისპირდება. ბ ჯგუფში ახალი ზელანდია, იტალია, შოტლანდია და იაპონია მოხვდნენ; გ ჯგუფში არგენტინა, ინგლისი, ირლანდია და აშშ ითამაშებენ; დ ჯგუფში - საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი და ფიჯი. 

როცა ახალგაზრდა სპორტსმენები მსოფლიო ასპარეზზე გასასვლელად ემზადებიან, ყველაზე მნიშვნელოვანი ხშირად არა მხოლოდ ნიჭი, არამედ რწმენაა - საკუთარი თავის, გუნდისა და მომავლის რწმენა. სწორედ, ამიტომ არის თიბისი ქართული რაგბის მხარდამჭერი. გვჯერა, რომ შესაძლებლობების დანახვა და მათი მხარდაჭერა ქმნის გამარჯვების საფუძველს - როგორც სპორტში, ისე ცხოვრებაში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT-ზე, სადაც თიბისის მოსწავლის ბარათზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს: https://tkt.ge/show/31504/ragbi-u20-msoflio-chempionati  

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა