საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია „საქკაბელს“ მათ მიერ წარმოებული სოლარ კაბელისთვის TÜV NORD-ის ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატის მინიჭებას
„საქკაბელის“ მიერ წარმოებულ სოლარ კაბელს „ტუვ ნორდის“ უსაფრთხოებისა და ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა. საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებული სოლარ კაბელი „საქკაბელმა“ მომხმარებელს რამდენიმე თვის წინ წარუდგინა. 7 თვიანი ინტენსიური ტესტირების შემდგომ კი, საერთაშორისო სერტიფიცირების ორგანო „ტუვ ნორდის“ მიერ პროდუქციაზე შესაბამისი სერტიფიკატი გაიცა, რომელიც ადასტურებს, რომ კაბელი უზრუნველყოფს მზის პანელების გრძელვადიან, საიმედო ფუნქციონირებას.
„მოხარულები ვართ, რომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და საკონსულტაციო კომპანია „ISO Consulting”-ის მხარდაჭერით, ჩვენი პროდუქციის სერტიფიცირება წარმატებით შედგა. ტესტირების პროცესი საკმაოდ კომპლექსური იყო - პროდუქციის ნიმუშები „ტუვ ნორდის“ ლაბორატორიაში გავაგზავნეთ, სადაც 7 თვის განმავლობაში გადიოდა სხვადასხვა ტესტირებას. EN 50618:2014 და IEC 62930:2017 სტანდარტებთან შესაბამისობაში, შეფასდა პროდუქციის ისეთი კომპონენტები, როგორიცაა: UV რეზისტენტობა, მექანიკური სიმძლავრე, ელექტრული მახასიათებლები, იზოლაციისა და გარსაცმის შემადგენლობა, ტემპერატურული გამძლეობა, ჰალოგენისა და მხუთავი აირების არ არსებობა და სხვ. ტესტირების პარალელურად, ევროპიდან მოწვეულმა „ტუვ ნორდის“ ექსპერტების სამუშაო ჯგუფმა მანქანა-დანადგარების, კაბელის მახასიათებლებისა და გამოყენებული ნედლეულის წარმოების სრული ციკლი დეტალურად შეისწავლა. ხანგრძლივი ტესტირებისა და საწარმოო პროცესის შესწავლის დასასრულს კი, სოლარ კაბელმა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რაც ცხადყოფს, რომ „საქკაბელის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას საერთაშორისო დონეზე შეუძლია გაუწიოს კონკურენცია საკაბელო ინდუსტრიის წამყვან მოთამაშეებს“, - „საქკაბელის“ მმართველი დირექტორი, დავით კაპანაძე.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის
28.11.2026.14:01
თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.
30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.
30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით
30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.
შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.
ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.
ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.
30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.
30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.
აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.