მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია „საქკაბელს“ სოლარ კაბელის გამოშვებას

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს „საქკაბელს“ სოლარ კაბელების წარმატებულ წარმოებას, რომელიც კომპანიამ  საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენასა და ფორუმზე წარადგინა. „საქკაბელმა“ საზოგადოებას ბაზარზე მოთხოვნადი კაბელის 50-მდე ნიმუში გააცნო, მათ შორის სოლარ H1Z2Z2-K კაბელი, რომელიც მზის პანელების ურთიერთკავშირსა და გრძელვადიან ფუნქციონირებას საიმედოდ უზრუნველყოფს. კომპანიამ ფორუმზე ასევე  მზის ელექტრო სადგურების სამონტაჟოდ საჭირო სხვა საკაბელო და არასაკაბელო მიმართულების პროდუქტები წარადგინა, რომელზე მოთხოვნაც დღითიდღე იზრდება.
აღსანიშნავია, რომ სოლარ H1Z2Z2-K კაბელი ცეცხლმედეგი, ჰალოგენისგან თავისუფალი, მოკალული სპილენძის კაბელი გარემო პირობების მიმართ მედეგობით გამოირჩევა, კერძოდ, ყველა ტიპის კლიმატურ პირობებს ერგება, როგორც მზის სხივების ხანგრძლივ დაცხუნებას, ასევე ძლიერ უამინდობას. გარდა ამისა, კაბელს მინიმუმ 25 წლიანი საექსპლუატაციო პერიოდი გამოარჩევს, ხოლო მისი სამუშაო ტემპერატურა 90-120°C-ია.

განახლებადი ენერგიის ნებისმიერ მომხმარებელს უკვე შეუძლია „საქკაბელის“ ქსელში შეარჩიოს: კაბელების საჭირო სახეობა, გოფრირებული მილი და „შნაიდერ ელექტრიკის“ პროდუქცია.

აღსანიშნავია, რომ „საქკაბელის“ წარმოებული „სოლარ“ კაბელის  ერთ-ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას საიზოლაციო მასალაში გამოყენებული ფრინველებისა და მღრღნელებისგან საწინააღმდეგო დანამატის შემცველობა წარმოადგენს.

„ჩვენს ქვეყანას განახლებადი წყაროებიდან ენერგიის გამომუშავების დიდი პოტენციალი გააჩნია, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მწვანე ტრანზიციის გზაზე. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ისეთი ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორციელებას, რომელიც ქვეყანაში განახლებადი ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარებას ემსახურება, რისი საბოლოო მიზანიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაა“ განაცხადა „საქკაბელის“ მმართველმა დირექტორმა დავით კაპანაძემ. 

 

„სასიხარულოა, რომ „საქკაბელის“ პროდუქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. კომპანიის მიერ წარმოებულ „სოლარ“ კაბელზე შესაბამისი სერტიფიკატი ჩეხეთის „ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტმა“ გასცა. აღნიშნული ადასტურებს, რომ პროდუქცია აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს ჯანმრთელობის, უსაფრთხოების თუ გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის საშუალებას იძლევა.  მოხარული ვართ, რომ „საქკაბელს“, როგორც ქვეყნის საკაბელო ინდუსტრიის ლიდერ კომპანიას, ეძლევა შესაძლებლობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს  ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რაც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და განვითარებას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა