საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ BAG ინდექსის წინასწარი შედეგები თბილისის ეკონომიკური განვითარების ფორუმზე გაასაჯაროვა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ თბილისის მერიის რიგით მე-13 ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმზე BAG ინდექსის 2023 წლის, მე-2 კვარტლის წინასწარი მონაცემები გაასაჯაროვა.
ამჯერად, კვლევა მოიცავს სამ კომპონენტს ბიზნეს კლიმატს, დასაქმების ბარომეტრსა და ბიზნესსაქმიანობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს. ლევან ვეფხვაძის განცხადებით, გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფასეს. ასევე, უმეტესად დადებითი მოლოდინი გამოვლინდა დასაქმების მიმართულებით, სადაც კომპანიების უმეტესობა გეგმავს კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას.
BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა ბიზნესის საქმიანობის ხელისშემშლელ ფაქტორებზე, სადაც ტრადიციულად დასახელდა სპეციალისტების ნაკლებობა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები.
„მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორუმები საუკეთესო პლატფორმაა, როგორც ინფორმაციის გაცვლის კუთხით, ასევე, პირდაპირი კომუნიკაციისა და მოსაზრებებისა და იდეების გენერაციის თვალსაზრისით. სწორედ, ამ ფორუმზე მოხდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის კვლევის მე-2 კვარტლის წინასწარი შედეგების პრეზენტირება, რაც უახლოეს მომავალში მიეწოდება მედიასა და ფართო საზოგადოებას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.