საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და TBC კაპიტალმა ელექტროენერგიის დაყვანილი ღირებულების (Levelized Cost of Energy) პირველი კვლევა წარადგინეს
USAID-ის განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციის სადისკუსიო პანელზე, რომელსაც მოდერაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე უწევდა, TBC კაპიტალის უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა ანდრო თვალიაშვილმა ელექტროენერგიის დაყვანილი ღირებულების (Levelized Cost of Energy)პირველი კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დაკვეთით TBC კაპიტალმა მოამზადა იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც თიბისი ბანკში წარდგენილი პროექტები მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ კონფერენცია, მიზნად ისახავდა ენერგეტიკის დარგში ჩართული მხარეების გამოცდილების გაზიარებასა და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ამასთან, კონფერენციაზე წარდგენილიელექტროენერგიის დაყვანილი ღირებულება მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთ უმთავრესი მეტრიკაა, რომელიც ელექტროგენერაციის ობიექტის მშენებლობის შემდეგ, კონკრეტულიტექნოლოგიის (ჰიდრო, მზე, ქარი) მიხედვით, წარმოებული ელექტროენერგიის თვითღირებულებას განსაზღვრავს.
ლევან ვეფხვაძის განცხადებით, „აღნიშნული მონაცემები გარკვეულწილად განსხვავდებოდა იმ შედეგებისგან, რომელიც ინვესტორებმა მარტში გამართული სიმძლავრის აუქციონებზე წარადგინეს, შესაბამისად, საინტერესო იყო სწორად შეფასება, ასევე, მომავალი აუქციონებისთვის იმ ფაქტორების გათვალისწინება, რომელიც ინვესტორების ქცევაზე ყველაზე მეტად ახდენს გავლენას".
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.