მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ევროპული დირექტივების ძირითადი პრინციპების ბიზნეს სექტორში ადაპტირებისთვის, ევროპელ პარტნიორებთან მემორანდუმს ხელი მოაწერა

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ დანიელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც ევროპული დირექტივებისა და ევროპის მწვანე შეთანხმების ძირითადი პრინციპების ადაპტაციისას ბიზნესის აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.


დანიის ყველაზე მსხვილის ბიზნეს გაერთიანების, დანიის ინდუსტრიების კონფედერაციასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მოხდება გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ე.წ. მწვანე გადასვლასთან დაკავშირებით, რათა საქართველოში არსებულმა კერძო სექტორმა მოახდინოს ევროკავშირის რეგულაციებთან ეფექტიანი ადაპტაცია, რომელიც თავის მხრივ მოიცავს CBAM-ის, CSDDD-ისა და CSRD-ის რეგულაციებს.

 

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს კლიმატის ეროვნული მიზნების ადვოკატირებას შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან. ასევე, ყურადღება გამახვილებულია დასაქმებულების ეფექტიან ინფორმირებასა და მომზადებაზე მწვანე ეკონომიკის რეგულაციების ადაპტაციის პროცესში.


მემორანდუმს საქართველოსთან ერთად ხელი მოაწერეს უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებმა.


„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა და ევროინტეგრაციის საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მნიშვნელოვანია მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის ეფექტიანად გატარებისთვის, რომელშიც ჩართულია საქართველოში არსებული კერძო სექტორი და მასში დასაქმებული ადამიანები. ვფიქრობთ, რომ მწვანე ეკონომიკის საკითხებზე ერთობლივი მუშაობა, დასახული მიზნების რეალიზაციაში ეფექტიანი მექანიზმია და მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამ პროცესში" - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 4-წლიანი პარტნიორობის შეჯამება და ახალი სტრატეგია: „აგროსიმა“ და „კლოუნ ქიმია“ თანამშრომლობას აფართოებენ

29.10.2026.16:00

კომპანია „აგროსიმა“ 2017 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ახორციელებს პესტიციდების, აგროქიმიკატების და სათესლე მასალის იმპორტს ესპანეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, თურქეთიდან და ჩინეთიდან.

გასულ თვეს აგროსიმას „კლოუნ ქიმიას“ წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა სტრატეგიული თანამშრომლობის 4-წლიანი პერიოდი შეაჯამეს, მიღწეული შედეგები გააანალიზეს და ბაზრის განვითარების ახალი ეტაპი დაგეგმეს. აღნიშნული პარტნიორობის გაღრმავება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „აგროსიმას“ მკაფიო სტრატეგიას - ქართველ ფერმერებსა და აგრომეურნეობებს შესთავაზოს მაღალეფექტური და მრავალფეროვანი პესტიციდები.

„ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებისა და თანამედროვე აგროგამოწვევების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გავაღრმაოთ სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორთან. ვიზიტის ფარგლებში დეტალურად შევაფასეთ გასული წლების შედეგები და დავსახეთ განახლებული სტრატეგიები, რაც უახლესი თაობის პესტიციდების პორტფელის გაფართოებასა და ქართველი ფერმერებისთვის მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას გულისხმობს. აღნიშნული სიახლეების დამატების შემდეგ, „აგროსიმას“ პორტფელში 70-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების პესტიციდი და აგროქიმიკატი გაერთიანდება. 9-წლიანი ოპერირების მანძილზე შევძელით და საქართველოს ბაზარზე არაერთი წამყვანი საერთაშორისო კომპანია შემოვიყვანეთ, „კლოუნ ქიმია“ კი ამ გზაზე ჩვენი ერთ-ერთი საიმედო პარტნიორია,“ - აცხადებს „აგროსიმას“ დამფუძნებელი ირაკლი ქოროღლიშვილი Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში.

„კლოუნ ქიმია“ არის განვითარებაზე ორიენტირებული მცენარეთა დაცვის საშუალებების მწარმოებელი, რომელიც სპეციალიზებულია პესტიციდების კვლევაში, განვითარებასა და წარმოებაში. დაარსების დღიდან კომპანია ფოკუსირებულია უმაღლესი ხარისხის პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე კლიმატურ გამოწვევებს, რითაც ბაზარზე ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.

კომპანია „აგროსიმამ“ საწყის ეტაპზე საქმიანობა 10 პრეპარატის რეალიზაციით დაიწყო და ეს მაჩვენებელი უკვე 70-მდეა. განახლებული და მრავალფეროვანი პორტფელი სრულად ფარავს აგროსექტორის საჭიროებებს და მოიცავს: ინსექტიციდებს, აკარიციდებს, ფუნგიციდებს, ჰერბიციდებს, სასუქებს და სათესლე მასალას. კომპანიის მიზანია ფერმერების მხარდაჭერა და მათი ხარისხიანი მოსავლის უზრუნველყოფა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა