მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მორიგი ბიზნეს კონფერენცია გამართა

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას: „როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები", საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, პარლამენტის დეპუტატები და ბიზნესმენები დაესწრნენ.

 

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წარადგინა 2024 წლის მე-3 კვარტლის BAG ინდექსის კვლევის შედეგები.  კერძოდ კი, ბიზნესის კლიმატის ინდექსი, დასაქმების ბარომეტრი და  ინვესტიციების კვლევა, რითაც, საბოლოო ჯამში, ფასდება ბიზნესის განწყობები და მოლოდინები.

 

აქვე კონფერენციის მსვლელობისას, ისაუბრეს ბიზნესსაქმიანობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებზე. კერძოდ კი, კვლევის შედეგების შესაბამისად, კვლავ აქტუალურ საკითხად და ბიზნესისთვის მთავარ გამოწვევად რჩება კვალიფიციური კადრების დეფიციტი და სამუშაო ძალის ნაკლებობა, რაზეც პანელურ დისკუსიაშიც გაგრძელდა მსჯელობა და მასში აქტიურად იყო ჩართული ვიცე პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და საქართველოს განათლების მინისტრი, ისევე როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორი და BAG-ისპრეზიდენტი. პანელურ დისკუსიაში, ასევე, იმსჯელეს მაკროეკონომიკურ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე, პროფესიული განათლების საჭიროებაზე, ტურიზმზე, საცხოვრებელ უძრავ ქონებასა და FMCG-ი სექტორებზე.

 

ღონისძიება საქართველოს ბანკთან პარტნიორობითა და გალტ & თაგარტის  წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართა, რომლის მკვლევარებმა ევა ბოჭორიშვილმა და კახა სამყურაშვილმა შეხვედრაზე სწრაფად მზარდი ოთხი სექტორის პერსპექტივები მიმოიხილეს და დამსწრე საზოგადოებას ბოლო კვლევის შედეგები გააცნეს.

 

„დღევანდელი კონფერენციის ფარგლებში მიმოვიხილეთ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპები და არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრები, ასევე ვისაუბრეთ 2024 წლის მე-3 კვარტლის BAG ინდექსის მონაცემებზე, რომელიც გავაცანით, როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე ბიზნეს სექტორს. 

მიგვაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რათა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები, რაც ჩვენი ქვეყნის სწრაფი და მდგრადი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა