საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მორიგი ბიზნეს კონფერენცია გამართა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას: „როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები", საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, პარლამენტის დეპუტატები და ბიზნესმენები დაესწრნენ.
კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წარადგინა 2024 წლის მე-3 კვარტლის BAG ინდექსის კვლევის შედეგები. კერძოდ კი, ბიზნესის კლიმატის ინდექსი, დასაქმების ბარომეტრი და ინვესტიციების კვლევა, რითაც, საბოლოო ჯამში, ფასდება ბიზნესის განწყობები და მოლოდინები.
აქვე კონფერენციის მსვლელობისას, ისაუბრეს ბიზნესსაქმიანობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებზე. კერძოდ კი, კვლევის შედეგების შესაბამისად, კვლავ აქტუალურ საკითხად და ბიზნესისთვის მთავარ გამოწვევად რჩება კვალიფიციური კადრების დეფიციტი და სამუშაო ძალის ნაკლებობა, რაზეც პანელურ დისკუსიაშიც გაგრძელდა მსჯელობა და მასში აქტიურად იყო ჩართული ვიცე პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და საქართველოს განათლების მინისტრი, ისევე როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორი და BAG-ისპრეზიდენტი. პანელურ დისკუსიაში, ასევე, იმსჯელეს მაკროეკონომიკურ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე, პროფესიული განათლების საჭიროებაზე, ტურიზმზე, საცხოვრებელ უძრავ ქონებასა და FMCG-ი სექტორებზე.
ღონისძიება საქართველოს ბანკთან პარტნიორობითა და გალტ & თაგარტის წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართა, რომლის მკვლევარებმა ევა ბოჭორიშვილმა და კახა სამყურაშვილმა შეხვედრაზე სწრაფად მზარდი ოთხი სექტორის პერსპექტივები მიმოიხილეს და დამსწრე საზოგადოებას ბოლო კვლევის შედეგები გააცნეს.
„დღევანდელი კონფერენციის ფარგლებში მიმოვიხილეთ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპები და არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრები, ასევე ვისაუბრეთ 2024 წლის მე-3 კვარტლის BAG ინდექსის მონაცემებზე, რომელიც გავაცანით, როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე ბიზნეს სექტორს.
მიგვაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რათა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები, რაც ჩვენი ქვეყნის სწრაფი და მდგრადი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
31.07.2026.19:31
საქართველოს ბანკი, როგორც განათლებისა და ახალგაზრდების განვითარების მთავარი მხარდამჭერი, ფოთის საჭადრაკო კლუბის პარტნიორია.
ფოთის საჭადრაკო კლუბის ორგანიზებით, საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის ფინალური ეტაპი გაიმართა, რომელშიც 530-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 300-ზე მეტი ქართველი იყო. ტურნირის ფარგლებში 22-მა ქართველმა მოჭადრაკემ 25 გამარჯვება მოიპოვა.
ფოთის საჭადრაკო კლუბისა და ბანკის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერია.
ინფორმაციისთვის, ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ქალაქის ყოველწლიური საერთაშორისო საჭადრაკო ღონისძიებაა, რომელიც ფოთის საჭადრაკო კლუბის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით იმართება. წელს ფოთი ფესტივალს უკვე მეცხრამეტედ მასპინძლობს.
ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 25-მდე სხვადასხვა ტურნირი ჩატარდა. მონაწილეებმა სხვადასხვა სარეიტინგო და ასაკობრივ კატეგორიაში: A, B, C, D და E Open-ებსა და ბავშვთა ტურნირებში იასპარეზეს. ძირითადი შეჯიბრებები 9 ტურად, შვეიცარიული სისტემით გაიმართა, მიღებული შედეგები კი საერთაშორისო რეიტინგში აისახა. თითოეულ ტურნირში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ.
ფესტივალი შესაძლებლობას აძლევს როგორც გამოცდილ მოთამაშეებს, ისე ახალგაზრდა მოჭადრაკეებს, საერთაშორისო გარემოში გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები, დააგროვონ გამოცდილება და გადადგან შემდეგი ნაბიჯები პროფესიული განვითარების გზაზე.
შეგახსენებთ, რომ ფოთის საჭადრაკო კლუბი 1948 წელს გაიხსნა, სადაც ახალგაზრდებს ჭადრაკის სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ.
დღეს საქართველოს ბანკი კლუბის მთავარი მხარდამჭერია და პარტნიორობის ფარგლებში ხელს უწყობს ახალი თაობის მოჭადრაკეების განვითარებას. ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოთამაშეების მხარდაჭერა კი ამ პარტნიორობის კიდევ ერთი გაგრძელებაა.
აღსანიშნავია, რომ ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ფოთში დაბადებული ქართველი მოჭადრაკის, ქალთა მსოფლიო ჩემპიონობის ორგზის პრეტენდენტის და ქართული ჭადრაკის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის - ნანა ალექსანდრიას სახელს ატარებს. ყოველწლიურად კი ფესტივალი ასობით მონაწილეს მასპინძლობს.