მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ OECD-ის მიერ შუა დერეფნის განვითარების მიზნით გამართულ სესიაში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

OECD-ს მიერ ქ.სტამბულში გამართულ სესიაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს. მაღალი რანგის შეხვედრის, მთავარი განსახილველი საკითხი შუა დერეფნის პოტენციალის ათვისების პერსპექტივებზე მსჯელობა იყო.

აღსანიშნავია, რომ სესიის მსვლელობის დროს ყურადღება გამახვილდა, დერეფნის განვითარების მიზნით რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ციფრული სერვისების განვითარების მნიშვნელობაზე, საზღვრის კვეთის არსებული რეჟიმების მიმოხილვასა და კონკურენტ კორიდორებთან შედარებითი ანალიზის კვლევის შედეგებზე.

შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა OECD, ევროკავშირი, TRACECA, BSEC, კორიდორის მონაწილე ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები წარიმართა კერძო სექტორთან საგნობრივი დისკუსიის ფორმატში,  რა დროსაც ტრანსპორტის და ლოგისტიკის პროფილის რეგიონული ასოციაციების  მიერ გაზიარებულ იქნა კერძო სექტორის მიერ იდენტიფიცირებული გამოწვევები და მათზე რეაგირების ხედვა.

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შეინიშნება შუა დერეფნის დანიშნულებით ტვირთნაკადის ზრდის პოზიტიური დინამიკა, როგორც იცით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 2023 წლის ივნისში მიიღო  ტრანსპორტის და ლოგისტიკის კომიტეტის შექმნის გადაწყვეტილება. დასაფასებელია, ასე მოკლე დროში კორიდორის განვითარების მიზნით ორგანიზებულ მაღალი დონის სესიაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიწვევა. მიგვაჩნია, რომ OECD-მიერ ორგანიზებული ღონისძიება საუკეთესო პლატფორმაა რეგიონულ კონტექსტში განვიხილოთ სექტორში არსებული გამოწვევები და დავამყაროთ საქმიანი ურთიერთობები წამყვან სექტორულ ორგანიზაციებთან" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა. 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა