მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისია სტუმრობდა

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა და ამასთან დაკავშირებით ბიზნესის ხედვები განიხილეს.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც გლობალურ და რეგიონულ ტენდენციებს, ასევე ქვეყნის შიგნით ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორისაა გლობალური სატარიფო ომი, სანქციები, რუსეთ-უკრაინის ომი, ევროკავშირთან ინტეგრაციისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკითხები. ამასთან, აღინიშნა, რომ ბიზნესის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ადგილობრივ შრომის ბაზარზე არსებული პრობლემები, რომელიც უკვე მეორე წელია მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოებაა ბიზნესის საინვესტიციო აქტივობების კუთხით. დამატებით, საუბარი შეეხო ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის მნიშვნელობასა და შესაძლო ცვალებადობის გავლენას ექსპორტიორ და იმპორტიორი კომპანიების კომერციულ ტრანსაქციებზე.

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ მისიის წარმომადგენლობას BAG ინდექსის 2019-2024 წწ. მონაცემების დინამიკა გააცნო, სადაც აღინიშნა, რომ განსაკუთრებული მოლოდინია კვლევის 2025 წლის პირველი კვარტლის შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც უფრო ზუსტად გაზომავს ბიზნეს განწყობებსა და მოლოდინებს მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით.

 

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დღიდან დაფუძნებისა აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რომელთან შორის სავალუტო ფონდს გამორჩეული ადგილი უკავია. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ფონდის მისია ვიზიტის დროს გამოთქვამს სურვილს ესტუმროს საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და მოისმინოს ბიზნესში არსებული განწყობები და შეფასებები. ამჯერადაც,  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან განვიხილეთ ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები და მიმდინარე გამოწვევები, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ბიზნეს სექტორზე, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე" -  განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა