საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და ანტიკორუფციულ ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ და ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის მხრიდან ანტიკორუფციული გარემოს მხარდაჭერასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.
მემორანდუმის მიზანია კერძო სექტორში გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობა, ისევე როგორც, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში კორუფციული რისკების შეფასება და მართვის სისტემის გაძლიერება.
აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი გულისხმობს მხარეებს შორის ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში კოორდინირებულ თანამშრომლობას, კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, ასევე, არსებული პრაქტიკის გაზიარებასა და აღნიშნული მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრას.
„მზად ვართ, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში, მხარი დავუჭიროთ ანტიკორუფციულ ბიუროს კორუფციული რისკების შეფასებისა და ეფექტიანი მართვის მექანიზმების განვითარებასა და დანერგვის საქმეში. შესაბამისად, ვაპირებთ, კოორდინირებულ თანამშრომლობას, კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისა და არსებული პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით, რაც ჩვენთვის, როგორც უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანებისთვის, მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან კორუფციული გარემოს შემდგომი გაუმჯობესება პირდაპირპროპორციულ კავშირშია საინვესტიციო გარემოს შემდგომ გაუმჯობესებასთან" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.