მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image
mbc image

საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი მოიცავს საქართველოს და აზერბაიჯანის მცირე და საშუალო მეწარმეების კავშირების გაღრმავებას და თანამშრომლობის ხელშეწყობას, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების ერთობლივ ინიციატივებსა და პროექტებს. ქართველ მეწარმეებთან ბიზნეს კავშირების დასამყარებლად აზერბაიჯანის დელეგაციას თან ახლდა წამყვანი და მსხვილი კომპანიები სხვადასხვა სექტორებიდან.

 

„აზერბაიჯანი საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, შესაბამისად, ამ ქვეყნიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს ახდენს საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ორი ქვეყნის მცირე და საშუალო მეწარმეების თანამშრომლობის გაღრმავება, კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის ქვეყნებს შორის კოორდინირებულ მუშაობას. კიდევ ერთხელ მივესალმებით, ჩვენს ახალ საერთაშორისო პარტნიორს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს და დარწმუნებულები ვართ, ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

 

შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა