საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „განახლებადი ენერგეტიკის სფეროში სამუშაო ძალის განვითარების" პროექტის ფარგლებში, პირველი ტრენერთა ტრენინგი (ToT) გაიმართა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „განახლებადი ენერგეტიკის სფეროში სამუშაო ძალის განვითარების" პროექტის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამის მიერ არის დაფინანსებული, „პროფესიული პედაგოგიკა მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების განმახორციელებელი მასწავლებლებისათვის" პროგრამის პირველი ტრენერთა ტრენინგი (ToT) გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ პირველ ნაკადში პროექტის პარტნიორი კოლეჯებისა და ჰესების 14 წარმომადგენელი გადამზადდა, რომლებიც ამავე პროექტის ფარგლებში შემუშავებული პროგრამების შესაბამისად მოამზადებენ პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს საქართველოს 8 რეგიონში.
ტრენინგის შედეგად, მონაწილეებმა პროფესიულ განათლებაში სწავლების სხვადასხვა ფორმებზე მიიღეს ინფორმაცია, ასევე ყურადღება გამახვილდა, სასწავლო პროცესში სტუდენტთა მრავალფეროვნებასა და მასწავლებლის როლზე სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის.
ტრენინგის მსვლელობისას საუბარი შეეხო სწავლებისა და შეფასების მეთოდების შერჩევას სწავლის შედეგის შესაბამისად, ასევე სასწავლო რესურსების სახეობებსა და მათი შესაბამისობის დადგენას სწავლის შედეგთან და პროფესიული კოლეჯების მასწავლებლის მიერ უსაფრთხო გარემოს მოწყობის მექანიზმებს.
შედეგად, ტრენერები შეძლებენ მომზადება-გადამზადების პროგრამის მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვას.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგს უძღვებოდა მაგდებურგის უნივერსიტეტის მასტერ ტრენერი პროფესიულ განათლებაში, ნინო ელბაქიძე.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „განახლებადი ენერგეტიკის სფეროში სამუშაო ძალის განვითარების" პროექტის ფარგლებში, რომელსაც BAG აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამასა და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციასთან ერთად ახორციელებს, პირველი ტრენერთა ტრენინგი გაიმართა. აღნიშნული პროგრამის მეშვეობით, ტრენერები შეძლებენ მომზადება-გადამზადების პროგრამის მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვას, რაც ვფიქრობთ, ენერგეტიკის სექტორში პროფესიული კადრების მომზადების თვალსაზრისით, ნამდვილად ღირებული და მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
8-10 ივლისს, ტრენერთა ტრენინგს პროექტში მონაწილე პროფესიონალთა მეორე ნაკადი გაივლის.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.