მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კომიტეტი შეიქმნა

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით ასოციაციაში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კომიტეტი შეიქმნა.

კომიტეტს  „იუ ჯი თი"- ს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ირაკლი ასლანიშვილი უხელმძღვანელებს.

ტექნოლოგიური კომპანია "იუ ჯი თი"–ს ინიცირებით, შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების კომიტეტის მიზანია ბიზნეს სექტორში ინკლუზიური ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური სიახლეების ინიცირება და დანერგვა. შედეგად კი, ქართული ინოვაციური ეკოსისტემის პოტენციალის განვითარება  და ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით,

„კომიტეტი დარგობრივ ჭრილში შეიმუშავებს IT მიმართულებით საუკეთესო საკანონმდებლო თუ ბიზნესზე ორიენტირებულ პროექტებს, კიბერ-უსაფრთხოების გადაწყვეტებს ელექტრონული მმართველობის და საჯარო ადმინისტრირების, ფინანსური სექტორის, სატრანსპორტო და ლოგისტიკის სფეროების, კულტურის, განათლების, მეცნიერების, ჯანდაცვის და სოციალური უსაფრთხოების,  სამშენებლო, ტურისტული და აგრო სფეროებისთვის.

მზად ვართ, ჩვენი ცოდნისა და კომპეტენციის ფარგლებში დავეხმაროთ ორგანიზაციებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში".

აღსანიშნავია, რომ IT კომიტეტის ფარგლებში, შემუშავდება საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც მორგებული იქნება ინდუსტრიის დაინტერესებულ მხარეებზე, წევრების  და ზოგადად ბაზრის საჭიროებებზე.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ „ზემოხსენებული პლატფორმა ხელს შეუწყობს ბიზნესის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას, ცოდნის, კომპეტენციების, შეხედულებებისა და უახლესი ტენდენციების გაზიარებას და დიგიტალიზაციის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების იდენტიფიკაციას".

„ქვეყნისთვის პრიორიტეტულია ციფრული მმართველობის ეკოსისტემის განვითარება და ე.წ e-Governance სამთავრობო ციფრული სერვისების ეფექტიანი დანერგვა. მათ შორისაა, ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მიწის რეგისტრაცია, ბიზნესთან დაკავშირებული დისტანციური მომსახურება, ელექტრონული საგადასახადო პროცედურები თუ უახლესი ტენდენციების გაზიარება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა მივიღეთ გადაწყვეტილება ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კომიტეტის შექმნის თაობაზე და დარწმუნებული ვარ, ჩვენი საქმიანობა პროდუქტიული და წარმატებული იქნება" - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა