საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს
კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი თემა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ესწრებოდა.
შეხვედრის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლებმა მიმოიხილეს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები. ყურადღება გამახვილდა დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გაჩენის მნიშვნელობაზე, კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებსა და კაპიტალის სტიმულირება/მობილიზებაზე ადგილობრივი ფასიანი ქაღალდებისთვის.
პრეზენტაციის ფარგლებში, დეტალურად განიხილეს კაპიტალის ბაზრის ეკოსისტემის მოთხოვნისა და მიწოდების განვითარებისთვის აქტუალური საკითხები, არსებული საკანონმდებლო ბაზა და ინფრასტრუქტურა.
საუბარი შეეხო დამზოგველებსა და მსესხებლებს შორის ფინანსური შუამავლობის როლის მნიშვნელობას, ისევე როგორც, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემებსა და დივერსიფიცირებული დაფინანსების საკითხებს.
ასევე, დეტალურად იქნა განხილული ბაზრის კაპიტალიზაციის ინდიკატორების საერთაშორისო მაგალითები და კაპიტალის ბაზრის განვითარების დაბრკოლებები. საუბარი შეეხო მზარდ, მაგრამ კაპიტალის ბაზრის ჯერ კიდევ მცირე ზომას, ალტერნატიული ინსტრუმენტების ცნობადობის ამაღლების საჭიროებებსა და სხვა.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, სადაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა დასვეს მათთვის აქტუალური და საინტერესო კითხვები.
„კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ბიზნეს სექტორისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს, რაც მნიშვნელოვანი და რელევანტურია ბიზნესის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მსგავსი შეხვედრები, პროფესიული დისკუსიები და ზემოხსენებულ საკითხებზე კოორდინირებული მუშაობა, ორმხრივად სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროცესია" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.