მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ქართულ-ყაზახური ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს

news image
mbc image

ქართულ-ყაზახური ეკონომიკური თანამშრომლობა იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებისა და ყაზახეთის დასავლეთ ოლქის სამეწარმეო - ინდუსტრიულ განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებების ხელმძღვანელი პირების შეხვედრის მთავარი თემა.

დელეგაციის ხელმძღვანელმა ოლქის გუბერნატორმა ნარიმან ტურეგალიევმა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ყაზახეთში ამჟამად არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ინვესტიციების წამახალისებელი სახელმწიფო პროგრამები და დასავლეთ ყაზახეთის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობები.

პრეზენტაციის ფარგლებში განიხილეს რეგიონის სავაჭრო კავშირები, საიმპორტო და საექსპორტო პროდუქცია, ასევე ნავთობპროდუქციის წარმოება და მისი ექსპორტი.

საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ მრეწველობას,  ასევე, რეგიონის გამოცდილებას მეცხოველეობისა და მანქანათმშენებლობის მიმართულებით.

ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ განეხილათ მათთვის აქტუალური საკითხები, რომელიც უკავშირდება ქართულ-ყაზახურ ეკონომიკურ თანამშრომლობას. ასევე, ყურადღება გამახვილდა მიმართულებებზე, სადაც შესაძლებელია მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების გამოკვეთა.

„მივესალმებით ყაზახეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობას საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. ასეთი სახის კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა  და ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით. შეხვედრაზე გამოიკვეთა თანამშრომლობის პერსპექტივები რამდენიმე მიმართულება, რაც სასიხარულოა და კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და საქმიან ურთიერთობებს" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა