მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190
-0.0035
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.894
0.0002
flag
EUR 2.8495
-0.0052
flag
GBP 3.4194
-0.0014
flag
KZT 58.36
-0.0001
flag
TRY 0.0514
-0.0001
flag
USD 2.5928
-0.0003
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „ქართული რძის პროდუქტების" კომპანია გაწევრიანდა

news image
mbc image

„ქართული რძის პროდუქტები" 2004 წელს დაარსდა და წარმატების 20 წლიან ისტორიას ითვლის. კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, პროდუქციას აწარმოებს ადგილობრივი და ევროპიდან იმპორტირებული ნატურალური ნედლეულით, ხოლო ნედლი რძით, ძირითადად, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან მარაგდება.

 

როგორც კომპანიაში აცხადებენ: „ნედლეულის ხარისხი და ბუნებრივად მინიჭებული საგემოვნო თვისებები განაპირობებს კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის განსაკუთრებულობას". კომპანიის მიერ წარმოებული რძის ნატურალური  პროდუქტები აკმაყოფილებს ადგილობრივ და საერთაშორისო მოთხოვნებს.

 

კომპანია თავად უზრუნველყოფს პერსონალის გადამზადებას, როგორც შიდა და გარე სწავლებით და შესაბამისი ინსტრუქციებით, ასევე მიზნობრივი ტრენინგებით.

 

კომპანიაში მუდმივად ხდება დანადგარების განახლება, რაც მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის შენარჩუნებისთვის. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ევროპული დანადგარებით.

 

გასული წლის ოქტომბერში „ქართული რძის პროდუქტებმა" ახალი საწარმო გახსნა, სადაც მიწვეულნი იყვნენ ადგილობრივი და უცხოელი პარტნიორები. კომპანიამ განახორციელა 1 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიცია. გაიზარდა საწარმოს მოცულობა  და ქარხანას დაემატა სასაწყობე ფართები, რის საფუძველზეც საწარმო პრაქტიკულად სრულად განახლდა.

 

მომხმარებლებს მაწვნის, რძის, ხაჭოს, არაჟნისა და სვანურის შეძენა შეუძლიათ ქსელურ მარკეტებში: Carrefour, Fresco, Spar, 2 ნაბიჯი, ნიკორა, უნივერსამი, ზღაპარი, მაგნიტი, დეილი, გვირილა და სხვა.

 

„ქართული რძის პროდუქტები" ეტაპობრივად გეგმავს ახალი სახის პროდუქტების დამატებას და მომხმარებლისთვის შეთავაზებას.

 

„მივესალმებით „ქართული რძის პროდუქტების" კომპანიას საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, „რძისამე" მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე და ცდილობს შესთავაზოს მრავალფეროვანი პროდუქტები. განსაკუთრებული აქცენტი კი კეთდება ხარისხიანი და მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქციის შექმნაზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. მოხარულნი ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სარგებლიანი და პროდუქტიული იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Kursi.ge Business-მა 100-მდე ბიზნესის წარმომადგენელს გალა ღონისძიებაზე უმასპინძლა

18.11.2026.11:08

12 ნოემბერს, სასტუმრო Pullman-ში, Kursi.ge Business-ის ორგანიზებით ბიზნესგალა ღონისძიება გაიმართა, რომელმაც 100-მდე ბიზნესის წარმომადგენელი გააერთიანა. საღამოს მთავარი თემა ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები, სამომავლო პერსპექტივები და ქართული ბიზნესისთვის ჩინურ იუანში ანგარიშსწორების შესაძლებლობები იყო.

ღონისძიება Kursi.ge-ს ბიზნესპარტნიორებთან შეხვედრების სერიის ფარგლებში უკვე მეორედ ჩატარდა. მისი მიზანი ბიზნესსექტორთან ურთიერთობების გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით არსებული შესაძლებლობების განხილვა იყო.

გალა საღამო Kursi.ge-ს დამფუძნებელმა, ნინო კუპრაშვილმა გახსნა, რომლის სიტყვით გამოსვლის შემდეგ კურსი.ჯის დამფუძნებელმა გიორგი აგლაძემ კომპანიის გასული წლის შედეგები შეაჯამა, მნიშვნელოვანი მიღწევები გაუზიარა სტუმრებს და სამომავლო განვითარების ხედვა წარადგინა.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჩინური იუანის (CNY) გამოყენება იყო. Kursi.ge-მ საკუთარ პლატფორმაზე ჩინური იუანის კონვერტაციის შესაძლებლობა დაამატა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ჩინელ პარტნიორებთან თანამშრომლობენ და საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებს ახორციელებენ.

პრეზენტაციის ფარგლებში ჩინურ იუანში ანგარიშსწორების უპირატესობები გააცნეს დამსწრე საზოგადოებას. ყურადღება გამახვილდა კონვერტაციის ხარჯების შემცირებაზე, სავალუტო ოპერაციების ოპტიმიზაციასა და იმ ფინანსურ შესაძლებლობებზე, რომლებსაც იუანის გამოყენება ქართულ ბიზნესს სთავაზობს.

საღამოს ცენტრალური ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიას თემაზე — „ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა და პერსპექტივები“.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ:

• გიორგი ვეკუა — საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე;

• მარიკა გაბუნია — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;

• ნინო მამისაშვილი - თეგეტა ჰოლდინგის, CFO

• შოთა ჯაფარიძე — სს საქართველოს სათბურის კორპორაცია (გენერალური დირექტორი).

დისკუსიას მოდერაციას უწევდა ქეთევან მეფარიშვილი, Kursi.ge-ს მმართველი პარტნიორი.

პანელის ფარგლებში განხილული იყო საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები, ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობა ქართული კომპანიებისთვის, საერთაშორისო ვაჭრობის პროცესში არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები.

დისკუსიამ გააერთიანა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ხედვები ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისა და ქართული ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სავაჭრო პროცესების გამარტივების, ფინანსური ეფექტიანობის ზრდისა და ჩინელ პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარების საკითხებს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სპეციალური გათამაშებაც, რომლის მთავარი პრიზი ორი ადამიანისთვის შანხაიში მოგზაურობა იყო.

გალა საღამო ფურშეტითა და არაფორმალური კომუნიკაციით დასრულდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება, დაემყარებინათ ახალი ბიზნესკავშირები და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

Kursi.ge Business-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიება კიდევ ერთი ნაბიჯი იყო ბიზნესსაზოგადოებასთან მჭიდრო პარტნიორობის გაღრმავებისა და ქართული კომპანიებისთვის საერთაშორისო სავაჭრო შესაძლებლობების ხელშეწყობის მიმართულებით.

Kursi.ge-ს შესახებ

Kursi.ge საქართველოში მოქმედი ონლაინ სავალუტო პლატფორმაა, რომელიც ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებს ვალუტის სწრაფად, მარტივად და კონკურენტული კურსით კონვერტაციის შესაძლებლობას სთავაზობს.

პლატფორმას 200 000-ზე მეტი მომხმარებელი და 6 000-ზე მეტი ბიზნესკლიენტი ჰყავს. კომპანიის მეშვეობით განხორციელებული კონვერტაციების ჯამური მოცულობა 9 მილიარდ ლარს აღემატება.

Kursi.ge Business ბიზნესმომხმარებლებს სთავაზობს ინდივიდუალურ სავალუტო პირობებსა და პერსონალურ მომსახურებას, რაც კომპანიებს სავალუტო ოპერაციების ხარჯების შემცირებასა და ფინანსური პროცესების ეფექტიან მართვაში ეხმარება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა