მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „Meliora 2024"-ის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის „Meliora 2024"-ის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრის ფარგლებში, Meliora–ს საორგანიზაციო გუნდის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ ბიზნეს კომპანიებს კონკურსში მონაწილეობის წესები და პირობები დეტალურად გააცნეს. BAG-ის წევრ კომპანიებს მიეწოდათ ინფორმაცია Meliora 2024-ის კატეგორიებსა და ქვეთემებზე, ასევე შეხვედრისას დეტალურად განიხილეს საკონკურსო განაცხადების შევსების ინსტრუქცია.

 

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია, ნებისმიერი ზომის კომპანიას, ნებისმიერი რაოდენობის ინვესტირებული თანხებით განხორციელებული პროექტით. ამ მიდგომით კონკურსი ხაზს უსვამს, რომ არა მხოლოდ მსხვილ, არამედ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებსაც შეუძლიათ  სარგებელი მოუტანონ გარემოსა და საზოგადოებას. მათ შეუძლიათ დანერგონ საკუთარი საქმიანობის სფეროებისა და მასშტაბების შესაბამისი პასუხისმგებელი ბიზნეს მიდგომები.

 

ლელა ხოფერია თქმით, რომელიც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამის ხელმძღვანელია,  „მეექვსე წელია, რაც კონკურსი Meliora მთელი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი ცვლილებების, ბიზნესის წარმატების და კორპორაციული პასუხისმგებლობის შთაგონების წყაროა. 2018-2022 წლებში საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში მონაწილეობა მიიღო 120-მა კომპანიამ 300-მდე პროექტით. წლების მანძილზე Meliora -ს ჰყავდა 30-ზე მეტი მხარდამჭერი და 20-მდე მედია პარტნიორი. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კონკურსის დაფუძნების დღიდან მისი აქტიური და ქმედითი მხარდამჭერია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე ქართული ბიზნესკომპანიების წარმატებისა და წინსვლისთვის".

 

Meliora 2024 მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადდა, განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 20 თებერვლამდე გაგრძელდება.

 

„Meliora არის ეროვნული მასშტაბის წამოწყება, რომლის მიზანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და  საზოგადოებაში მისი პოპულარიზაცია, ასევე კომპანიების წახალისება, დანერგონ საკუთარ საქმიანობაში პასუხისმგებელი და მდგრადი ბიზნესსაქმიანობის პრინციპები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის, მივესალმებით ყველა ასეთ შესაძლებლობას და მზად ვართ აქტიური პარტნიორული ურთიერთობებისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში წელს უკვე მეხუთედ ატარებს  საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს Meliora. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა