საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საპენსიო სააგენტოსთან და შემოსავლების სამსახურთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა
დამსაქმებლების მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ დეკლარაციებში არსებული მონაცემებსა და განხორციელებული საპენსიო შენატანებს შორის გარკვეულ შეუსაბამობები, ასევე, საპენსიო შენატანების ადმინისტრირების კუთხით უახლოეს მომავალში დაგეგმილი ცვლილებებისა და სიახლეების გაცნობა იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შეხვედრის მთავარი თემა. შეხვედრაზე, რომელსაც შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ასოციაციის წევრ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესაუბრათ ამჟამად არსებულ გამოწვევებზე, ისევე როგორც ბიზნეს ოპერატორებმა საკუთარი მოსაზრებები და ხედვები გაუზიარეს მოწვეულ სტუმრებს დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებითაც. როგორც ასოციაციაში საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ განაცხადა, საპენსიო ფონდისთვის უაღრესად საინტერესოა ბიზნესთან პირდაპირი კომუნიკაცია, რომელიც ამცირებს მოსალოდნელ გართულებებს და ქმნის რეფორმის წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვან წინაპირობას. ამასთან, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან წითელაშვილმა განმარტა, ამასთან, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან წითელაშვილმა განმარტა, რომ საპენსიო სააგენტოს მიერ, საბოლოოდ გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური განახორციელებს, შესაბამის საგადასახადო ადმინისტრირების პროცესს და სათანადო რეაგირებას მოახდენს.
„გაიმართა საინტერესო სამმხრივი შეხვედრა საპენსიო სააგენტოს, შემოსავლების სამსახურსა და ბიზნესს შორის, სადაც ვისაუბრეთ საპენსიო შენატანების ადმინისტრირების კუთხით დღეს არსებულ გარკვეულ პრობლემურ საკითხებზე და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე მივიღეთ ინფორმაცია საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელობისაგან დაგეგმილ იმ სიახლეებზე, რომელიც, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს დამსაქმებლებს მარტივად მოახდინონ წარდგენილი დეკლარაციების და საპენსიო შენატანების კორექტირება, აღნიშნული სერვისმა კი უნდა მისცეს კომპანიებს შესაძლებლობა თავი აარიდონ ხარვეზებსა და აქედან გამომდინარე მოსალოდნელ სანქციებს" - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.